ავტორი:

"ნინო ლომჯარია არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი" - კობახიძე

"ნინო ლომჯარია არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი" - კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას გაუგონარს უწოდებს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნინო ლომჯარია არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი.

"ეს არის გაუგონარი განცხადება, როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს წარმოუდგენელია. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი. დღევანდელი განცხადებით მან ეს დაადასტურა“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, ბუნებრივია.

„ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიური განწყობები ჰქონდეთ? ბუნებრივია, რომ შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ - არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ქსენოფობიას აქვს ადგილი“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.