ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილის მეუღლე განსაკუთრებით მიყვარს და მენატრება... 24 საათი ერთად ვიყავით..." - გია ხუხაშვილი ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობაზე

"ბიძინა ივანიშვილის მეუღლე განსაკუთრებით მიყვარს და მენატრება... 24 საათი ერთად ვიყავით..." - გია ხუხაშვილი ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობაზე

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ლანჩთაიმში" ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობებზე ილაპარაკა.

"მეგობარი მე არ დამიკარგავს, ჩემთვის ის დღესაც მეგობარია, თუ ჩვენ საყოფაცხოვრებო ენაზე ვისაუბრებთ. მისი პირადი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოება და კეთილდღეობა იყოს დაცული, მისი ოჯახის... ეკა განსაკუთრებით მიყვარს და მენატრება დღესაც, მისი მეუღლე. ჩვენ ვგავდით ძალიან, მე ხომ პერფექციონისტი ვარ, იდეალურ სამყაროს ვეძებ. რაღაც რომ მოხდებოდა, სულ ვეუბნებოდი, იმან მგონი ფულისკენ გაიხედა - მეთქი... მეუბნებოდა, ერთი მყავს სახლში პერფექციონისტი და ახლა შენ დაემატეო.

რა თქმა უნდა, მაკლია ეს ურთიერთობა, ბევრმა ეს არ იცის და ჩვენ 24 საათი ერთად ვიყავით. ოჯახი გაშვებული მყავდა და მათთან ვჭამდი და ვსვამდი. გავხიზნე ჩემი ოჯახი, ჩემი შვილი საშიშ ასაკში იყო და საკმაოდ მწვავე პროცესი იყო და მეშინოდა მისთვის რამე არ მოეწყოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საიდუმლო, რაც დღემდე არსად არ მითქვამს და არც ვაპირებ. ბევრი ძალიან კარგი მახსოვს მისგან და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. გულწრფელს ვამბობ და არა ანგარებით გაკეთებულს.

რაღაც პერიოდი ჩვენი ურთიერთობა ნატურალური იყო, ჩემი მხრიდან დღემდე ასეა. ჩვენ რომ ვშორდებოდით, ბოლო საუბარი ურეკში გვქონდა, სადაც ჩემი საბოლოო უარის შემდეგ ის ძალიან დაიძაბა და გაბრაზდა. იმ დღეს არ წამოვედით, უნდა წამოვსულიყავით და არ მინდოდა ასეთ ნაჩხუბარ ნოტაზე დავშორებულიყავით, დავრჩით. მეორე დღეს შევიკრიბეთ, მე, ჩემი მეუღლე, ბიძინა და ეკა. მაშინ ვუთხარი ბიძინას, დღეის შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მეც ამ საქმით ვარ დაკავებული, მაგრამ მინდა გახსოვდეს, რომ ყოველთვის შენ და შენი ოჯახი ჩემთვის ძვირფასები იქნებით-მეთქი. ეს იყო ჩემი, ფაქტობრივად, ბოლო ფრაზა დაშორების მომენტში.

იმის შემდეგ, კიდევ გვქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ასეთ თემებზე აღარ გვისაუბრია. ეს აღმოჩნდა წინასწარმეტყველური ფრაზა ჩვენს ურთიერთობაში. არ ვიცი, შეიძლება მისთვის შეიცვალა კიდეც. არ მინდა, ეს დავიჯერო, რომ თავიდანვე რომ მეუბნებოდა მეგობრები ვართო, ეს თამაში იყო, მაგრამ არ მინდა, რომ ეს ასე იყოს..." - განაცხადა ხუხაშვილმა.

იხილეთ ასევე;