ავტორი:

ისრაელის მიერ დღეს ღაზაზე მიტანილი იერიშების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ღაზას სექტორის მეთაური და 5 წლის გოგონა

ისრაელის მიერ დღეს ღაზაზე მიტანილი იერიშების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ღაზას სექტორის მეთაური და 5 წლის გოგონა

ისრაელის მიერ დღეს ღაზაზე მიტანილი იერიშების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ღაზას სექტორის მეთაური და 5 წლის გოგონა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა 40 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ასოშიეითედ პრესი“ ავრცელებს.

როგორც ისრაელმა განაცხადა, მის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხის სამიზნე ისლამური ჯიჰადის მებრძოლთა ჯგუფი იყო. მედია წერს, რომ სამხედრო მაღალჩინოსნის, ტაისერ ალ-ჯაბარის მკვლელობას, სავარაუდოდ, ისრაელის მიმართულებით ღაზას მხრიდან რაკეტის გაშვება მოჰყვება, რაც რეგიონს ფართომასშტაბიანი ომის პირას დააყენებს.