ავტორი:

"შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა" - რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა სოჭში?

"შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა" - რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა სოჭში?

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ფინანსებისა და სამშენებლო ინდუსტრიებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მედიის ცნობით, სოჭში ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა ოთხ საათს გაგრძელდა.

ერთობლივ განცხადებაში რუსეთისა და თურქეთის პირველმა პირებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ „სტამბოლის შეთანხმების სრული განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის რუსული მარცვლეულის, სასუქისა და მათი წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის შეუფერხებელ ექსპორტს“.

გარდა ამისა, მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორი ლიდერი რუსული გაზის საფასურის ნაწილის რუბლებში გადახდაზე შეთანხმდა. ორივე მხარემ ასევე "დაადასტურეს სიმტკიცე, კოორდინირებულად და სოლიდარულად იმოქმედონ სირიაში ყველა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში".