ავტორი:

"სადაც არ უნდა ვიყოთ, ქალაქში თუ აგარაკზე, უნდა გავიაზროთ, რომ წინ საეტაპო შემოდგომა გველის!" - რა მიმართვას ავრცელებს ნიკა მელია?

"სადაც არ უნდა ვიყოთ, ქალაქში თუ აგარაკზე, უნდა გავიაზროთ, რომ წინ საეტაპო შემოდგომა გველის!" - რა მიმართვას ავრცელებს ნიკა მელია?

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ წინ პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა გველოდება.

ის საქართველოში რუსების შემოდინების თემას ეხმაურება და "ქართული ოცნების" განცხადებებს მწვავედ აკრიტიკებს:

"ქართულ საზოგადოებას ქსენოფობიაში ადანაშაულებს საქართველოსავე ხელისუფლება!თურმე, ერთ რომელიღაც პროვოკატორის ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს, პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ, თორემ ეს ამბავი ცუდად დამთავრდება და ომამდე მიგვიყვანსო. იმ ერთმა რომ ჩვენამდე თავისიანები - ხუთი ათასი რუსი აიყოლია და ქართული ბარი გადათელეს გუგლში, ეგ არაფერი?

ე.ი. ინტერნეტშიც აღარ უნდა გავცეთ თურმე პასუხი ოკუპანტს, თორემ შემოგვესევა! ესენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქვეყანას მტრის ხატითა და გუდიანი კაცით დაშინების პრინციპით მართავენ.

10 წელი ჩვენით აშინებდენ ხალხს - ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებით. ეს ნარატივი რომ შემოაცვდათ, ახლა ომით აშინებენ საზოგადოებას. „ქართული ოცნების“ სტანდარტით - ეროვნული ღირსების დაცვა, ქსენოფობია და გოიმობაა, აი, ოკუპანტის ფექვეშ გაგება კი - კარგი ტონი.

დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ამათ ხელში, 20% კი არა, ისე აღმოვჩნდებით მთლიანად ოკუპირებულნი, ოკუპაციის თარიღიც არ გვეცოდინება!

ვინ, სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა, ზღვაზე თუ მთაში, ქალაქში თუ აგარაკზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ და საბოლოოდ გავიაზროთ - წინ უბრალოდ პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა კი არა, საეტაპო შემოდგომა გველის! ამ შემოდგომით გადაწყდება, გაზაფხული საქართველოში მოვა, თუ ტფილისის გუბერნიაში" - წერს მელია.