ავტორი:

"ფიზიკურადაც  ვშრომობდი, რომ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი... მიზნამდე დიდი გზა მაქვს გასავლელი" -  გაიცანით ქართველი სტუდენტი, რომელმაც ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა

"ფიზიკურადაც  ვშრომობდი, რომ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი... მიზნამდე დიდი გზა მაქვს გასავლელი" -  გაიცანით ქართველი სტუდენტი, რომელმაც ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა

გიორგი ბელთაძე იმ ქართველ რჩეულ ახალგაზრდებს შორის მოხვდა, რომელმაც ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა. ის და მისი მეგობრები, საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ქართული ჰიმნი გააჟღერეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში.

რა გზა გაიარა 19 წლის ოზურგეთელმა ახალგაზრდამ ბოსტონის უნივერსიტეტამდე, ამის შესახებ იგი kvirispalitra.ge-სთან საუბრობს.

- დავამთავრე ოზურგეთის ა.ა(ი)პ წ.გაბრიელ ეპირსკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა 2020 წელს, სასკოლო სწავლების პერიოდში ვმონაწილეობდი ინგლისური ენის შემსწავლელ 2-წლიან კურსში Access რომელიც P/H international ისა და ამერიკის საელჩოს თანამშრომლობით დღემდე ხორციელდება სხვადასხვა რეგიონში. ბოსტონის უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად ჩატარდა კონკურსი, რომელიც ასევე P/H international-ისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი კონკურსი იყო. რამდენიმე საკონკურსო საფეხურის გავლისა და ლექციების შემდეგ ჩაგვიტარდა საფინალო გასაუბრება, სადაც გამარჯვებული 30 ბავშვი გამოვლინდა, ახლა ვიმყოფები ბოსტონის უნივერსიტეტში CELOP fundamentals of leadership პროგრამაში, ძალიან მოხარული ვარ, რომ ამის საშუალება მომეცა, მით უმეტეს, ასეთი დონის უნივერსიტეტში. საქართველოში ვსწავლობ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში, კულტურის მენეჯმენტზე.

- გიორგი, ინგლისური როგორ ისწავლე? ასეთი ცოდნა სკოლაში მიიღე?

- ინგლისური ენის შესწავლის ინტერესი ღრმა ბავშვობიდან მქონდა. ჯერ კიდევ 5 წლის ასაკიდან ვცდილობდი, რომ მესწავლა, რა თქმა უნდა, სკოლამ ამაში ხელი შემიწყო და განავითარა ჩემი საბაზისო ცოდნა, თუმცაღა, უნდა ვახსენო, რომ P/H international-ის 2-წლიანმა კურსმა სულ სხვა დონეზე აიყვანა ჩემი სამეტყველო და გრამატიკული დონე ინგლისურში. განსაკუთრებით დიდი მადლობა ამ პროგრამის ორ მასწავლებელს - ნადია ქარდავასა და ანი ნოზაძეს. მათ უდიდესი შრომა ჩადეს თითოეულ "აქსესელში" და მერწმუნეთ, ყველა საკმაოდ წარმატებულია და ყოველდღიურად ავლენენ პოტენციალს თავიანთ პროფესიებსა თუ სასწავლო დაწესებულებებში.

- როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები და ახლობლები შენს წარმატებას?

- რა თქმა უნდა, ემოციებს ზღვარი არ ჰქონდა, ყველა მოუთმენლად ველოდით საზეიმო ზარს, მეგობრები, მშობლები, მასწავლებლები, ყველა ერთნაირად ვნერვიულობდით, განვიცდიდით საწყისი ეტაპიდანვე და რაღა თქმა უნდა, წარმატებასაც ერთად შევხვდით, თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს უდიდესი წარმატებაა და რომ არა მეგობრების, მშობლების და მასწავლებლების გვერდში დგომა, ასევე, ასეთი კარგი ორგანიზაციებისა და პროექტების არსებობა, საკმაოდ რთული იქნებოდა ამ ყველაფრის მიღწევა.

- გაგვიზიარე ბოსტონში ყოფნით გამოწვეული ემოციები?

- ბოსტონის უნივერსიტეტს რაც შეეხება და თვითონ ქალაქს, მოგეხსენებათ, ამერიკაში მესამე უნივერსიტეტია, რომელიც მსოფლიოს უნივერსიტეტების ჩამონათვალში მეთერთმეტე ადგილზეა, სტრუქტურა და მეთოდები საკმაოდ კარგია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რთული, ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა მონდომებულ ადამიანს აქვს აქ სწავლის შესაძლებლობა. ქალაქი შესანიშნავია თავისი მრავალფეროვნებითა და ისტორიით...წაიკითხეთ სრულად