ავტორი:

"ზელენსკი გაბრაზებულია" - უკრაინის საგარეო უწყებამ დავით არახამიას და ლიზა იასკოს დიპლომატიური პასპორტი გაუუქმა: რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?

"ზელენსკი გაბრაზებულია" - უკრაინის საგარეო უწყებამ დავით არახამიას და ლიზა იასკოს დიპლომატიური პასპორტი გაუუქმა: რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დიპლომატიური პასპორტი, მათ შორის უკრაინის რადას დეპუტატების ნაწილის დიპლომატიური პასპორტები გააუქმა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დეპუტატებს, რომლებმაც ოფიციალური მივლინებების შემდეგ დიპლომატიური პასპორტები არ დააბრუნეს, შესაძლოა ეს პასპორტები ჩამოერთვათ.

მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია, რადგან დეპუტატები ომის დროს უცხო ქვეყნებში ერთობიან და მოგზაურობენ. სიაში, რომელიც ტელეგრამზე გამოქვეყნდა, არიან დავით არახამია და მიხეილ სააკაშვილის მეუღლლე ლიზა იასკო, რომელიც უკრაინის რადას დეპუტატია. ასევე ოლქსეი გონჩარენკო და მაქსიმ ბუჟანსკი.