ავტორი:

“იმ დღეს განცხადება დაიწერა თემურის გათავისუფლებაზე… იარაღი თან არ ჰქონია, წავიდა და 3 საათში დაბრუნდა - მომხდარის მერე მისი შვილი მოსასულიერებელი გახდა” - რა გახდა ექიმებს შორის დაპირისპირების მიზეზი?

“იმ დღეს განცხადება დაიწერა თემურის გათავისუფლებაზე… იარაღი თან არ ჰქონია, წავიდა და 3 საათში დაბრუნდა - მომხდარის მერე მისი შვილი მოსასულიერებელი გახდა” - რა გახდა ექიმებს შორის დაპირისპირების მიზეზი?

AMBEBI.GE-სთვის კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, კლინიკის დირექტორის, გიორგი გალდავა დაჭრის ბრალდებით დაკავებული, ამავე კლინიკის ექიმი თეიმურაზ ბეჟანიძეა.

დაპირისპირება გიორგი გალდავას კაბინეტში მოხდა, რასაც სროლა მოჰყვა. სროლის შედეგად გალდავა მხარშია დაჭრილი.

კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი გვიამბობს მომხდარი ინციდენტის დეტალებს:

- ამ ინციდენტიდან ცოტა ხნის შემდეგ გავიგე, რომ გოგა (გიორგი გალდავა) დაჭრილი იყო. გაფითრებული შემხვდა ექთანი და მან მითხრა, გოგას ესროლესო. პირადად არ შევსწრებივარ ფაქტს, რა მოხდა, დეტალები იცის გოგამ და თემურმა. გოგა რომ გამოჯანმრთელდება ალბათ იტყვის რაც მოხდა. ძალიან განვიცდით ამ ფაქტს თანამშრომლები.

პირადად არაფერი მინახავს, ადრე არანაირი დაპირისპირება მათ შორის არ ყოფილა. პირიქით, ძალიან მეგობრული ოჯახები არიან. თემურის შვილი, ზვიადი ბეჟანიძე, განყოფილების ხელმძღვანელია, გოგასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ფაქტი გოგას კაბინეტშია მომხდარი. არავის დაუნახავს, არავინ შესწრებია ფაქტს. სროლის ხმაზე შევიდნენ კაბინეტში და მაშინ ნახეს გოგა დაჭრილი რომ იყო. ადმინისტრაციაში მოხდა ეს ფაქტი, გოგას კაბინეტში და გვერდით კაბინეტებში გაიკეს სრლის ხმა.

ზოგადად გოგა არაჩვეულებრივი ხელმძღვანელია, ყველას პატრონია, 80 წლის ხდება თემური და ვვარაუდობთ რომ არადექვატური გაგება ჰქონდა. იმ დღეს განცხადება დაიწერა თემურის განთავისუფლებაზე და შვილმა, ზვიადმა უთხრა ეს ამბავი მამას. უხეშადაც არავის არაფერი უთქვამს. აუხსნიათ მისთვის, რომ ანთავისუფლებდნენ, მერე ზვიადი დაბრუნებულა თავის სამუშაო კაბინეტში და გაუგრძელებია მუშაობა. ამის შემდეგ მოხდა ეს ტრაგედია. როგორც ვიცით, იარაღი თან არ ჰქონია, როგორც ჩანს, ამის შემდეგ წავიდა და სადღაც 3 საათში დაბრუნდა უკან.

შევიდა გოგას კაბინეტში. სხვა დროს არასოდეს გვინახავს იარაღი მის ხელში, აუხსნელია მისი ქმედება. ვერც თემურის ოჯახის წევრები ვერ ხსნიან, ვერც გოგას ახლობლები, ვერც ჩვენ, თანამშრომლები ვერ ვხნით. 2 წლის წინ ინსულტი ჰქონდა გადატანილი თემურის და შეიძლება ამის გამოც იყო. ექსპერტიზა დაადგენს მიზეზს. თვითონაც მისცემენ ჩვენებებს და გაირკვევა რა მოხდა. გოგას ნამსხვრევი ჭრილობა აქვს მკლავზე, მას გონება არ დაუკარგავს და არც ბევრი სისხლი დაუკარგავს, თვითონ თემურის შვილმა ზვიადამ დაადო ლახტი და შეუჩერა სისხლდენა, მან იზრუნა გოგაზე. მაგრამ იმდენად განიცადა ეს ამბავი ზვიადმა, რომ თვითონ მოსასულიერებელი გახდა და გული წაუვიდა. გოგა ჯანმრთელი ადამიანია, 52 წლის არის, ოეპრაცია გაუკეთდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მთავარია გადარჩა, მკლავზე ნამსხვრევი ჭრილობაა.

- ჩხუბის ხმა თანამშრომლებმა გაიგეს?

- რასაც ამბობენ, შევიდა თემური გოგას კაბინეტში, დაელაპარაკა, კამათის ხმა იყო, მაგრამ არავის წარმოედგინა, რომ თემურის შეეძლო ეს გაეკეთებინა. ამით დასრულდა. რომ ესროლა იმის შემდეგ გამოვიდა კაბინეტიდან, ჩაჯდა მანქანაში და იქაურობაც დატოვა. აღელვებულ თანამშრომლებს არ მიუქცევიათ მისთვის ყურადღება, ყველას ყურადღება გოგასკენ იყო გადატანილი. აუხსნელი ქმედებაა რაც მოხდა. ასეთ ადამიანად არ ვიცნობდით თემურს. არ იყო კონფლიქტური. ცოტა განებივრებული ექიმიც იყო, პატივსაცემი. მეოთხე სართულზე ჰქონდა ცალკე კაბინეტი, ასაკოვანი ადამიანი იყო და ყველა პატივს სცემდა. ზოგადად გოგა არის ასეთი, არ აწყენინებს თანამშრომელს, რეფორმა ხდება ჩვენთან, კადრების ცვლაა და ალბათ ჩათვალა საჭიროდ გაენთავისუფლებინათ.

ესეც შვილს უთხრა, წყენასაც რომ აერიდებინა. შემდგარი, არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს თემურის, შვილები წარმატებულები, სახლი, ქონება. სამსახურიდან მისი წასვლა ასე რატომ აღიქვა არ ვიცი. მისი ქმედება ჩვენთვის აუხსნელია. მთავარია გოგა გამოჯანმრთელდეს და ეს ადამიანიც გვეცოდება. სულელურად გაიფუჭა ცხოვრება. ორივე ადამიანი ძვირფასია ჩვენთვის. ღმერთს მადლობა, რომ გადარჩა გოგა, თორემ ეს რა იქნებოდა ამის წარმოდგენაც არ მინდა. აბსოლუტურად აუხსნელი, არაადექვატური ქმედება 80 წლის მოხუცის, ვერ ვხსნით.

- თქვენ ამბობთ, რომ უხმაუროდ წავიდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ თემური, ამას შეუჩერებია ის?

- ყველა გოგათი იყო დაკავებული. საერთოდ ვერც აღიქვეს, რომ ის იქ იდგა. ხალხი მოგროვდა და ცდილობდნენ გოგასთვის დახმარება გაეწიათ. თემური რომ იქ იდგა ვერც აღიქვეს, რომ ამან ისროლა. ის ადგა და წავიდა თავისი მანქანით. გოგა მოხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა, რა მიქნა, რა მიქნაო. გონება არ დაუკარგავს. წარმოუდგენელია რაც მოხდა. ეს არის მართლა ტრაგედია.

ნახეთ ასევე: