ავტორი:

"უახლოეს პერიოდში ომის ახალი ფაზა დაიწყება" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ბრიტანეთის დაზვერვა?

"უახლოეს პერიოდში ომის ახალი ფაზა დაიწყება" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ბრიტანეთის დაზვერვა?

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, უახლოეს პერიოდში ომის ახალი ფაზა დაიწყება, რომლის ძირითადი ფრონტი ქვეყნის სამხრეთში დაახლოებით 350 კილომეტრზე, ზაპოროჟიედან ხერსონამდე გადაიჭიმება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების დაზვერვის უახლოეს ინფორმაციაშია ნათქვამი.

„რუსული ჯარი სამხედროებს უკრაინის სამხრეთ ნაწილში აგროვებს. ემზადება ან უკრაინის კონტრშეტევისთვის, ან თავად აპირებს შეტევას. რუსი სამხედრო სატვირთოების, ტანკებისა და არტილერიის გრძელი კონვოი დონბასიდან სამხრეთით მიემართება“,- ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

არსებობს ცნობები რუსული ძალების გადასროლის შესახებ ოკუპირებული მელიტოპოლიდან, ბერდიანსკიდან, მარიუპოლიდან და ასევე რუსეთის ტერიტორიიდან ყირიმის ხიდის გავლით ყირიმში.

„ყირიმში გადაადგილეს 800-1000 ადამიანისგან შემდგარი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი. მათ დიდი ალბათობით აამოქმედებენ რუსული ჯგუფის გასაძლიერებლად ხერსონის ოლქში. 2 აგვისტოს, ყირიმში გადაისროლეს ბატალიონის ტაქტიკური ახალი ჯგუფი, მათ ასევე აღმოსავლეთის ჯგუფიდან გზავნიან და დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში ხერსონის ოლქში გადაგზავნიან“,- ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.