ავტორი:

ოკუპანტები მარიუპოლში, ფილარმონიის სცენაზე ციხის გისოსებს აწყობენ, რათა სამხედრო ტყვეების საჩვენებელი სასამართლო პროცესი მოაწყონ

ოკუპანტები მარიუპოლში, ფილარმონიის სცენაზე ციხის გისოსებს აწყობენ, რათა სამხედრო ტყვეების საჩვენებელი სასამართლო პროცესი მოაწყონ

ოკუპანტები მარიუპოლში, ფილარმონიის სცენაზე ციხის გისოსებს აწყობენ, რათა სამხედრო ტყვეების საჩვენებელი სასამართლო პროცესი მოაწყონ. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის ქალაქის საბჭო ავრცელებს.

"ახლა მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე რუსი ოკუპანტები ციხის გისოსებს აწყობენ. არმატურის დიამეტრი 20 მილიმეტრია. დამპყრობლები გეგმავენ სექტემბერში უკრაინის დამცველების საჩვენებელი სასამართო მოაწყონ“,- ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულის შეფასებისას ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები კვლავ უგულებელყოფენ ყველა საერთაშორისო ნორმას.

"ისინი აგრძელებენ სამხედრო დანაშაულების რაოდენობის ზრდას და ახდენენ მთელი ცივილიზებული სამყაროს უგულებყოფის დემონსტრირებას“,- განაცხადა ბოიჩენკომ.

მან გაეროსა და წითელ ჯვარს მოუწოდა, ჩაერიონ არსებულ ვითარებაში და მიაღწიონ სამხედრო ტყვეებთან მოქცევის წესების შესრულებას.