ავტორი:

ხორვატიაში ავტობუსი, რომელშიც მომლოცველები იყვნენ, თხრილში გადავარდა - დაიღუპა პოლონეთის 11 მოქალაქე

ხორვატიაში ავტობუსი, რომელშიც მომლოცველები იყვნენ, თხრილში გადავარდა - დაიღუპა პოლონეთის 11 მოქალაქე

ხორვატიის ჩრდილოეთით ავტობუსი თხრილში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლონური მედიის ცნობით, დიდი რაოდენობით დაშავებულები არიან, რომლებიც ზაგრების, ვარაჟდინასა და ჩაკოვცის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუკაშ იასინის განცხადებით, ავარიის შედეგად გარდაცვლილი ყველა ადამიანი პოლონეთის მოქალაქეა. პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავცეკის განცხადებით, ავტობუსში მომლოცველები იყვნენ, რომლებიც ბოსნია-ჰერცოგოვინის მიმართულებით მიდიოდნენ.

ტრაგედიის დეტალებზე პოლონეთის პრემიერმა ხორვატიის მთავრობის მეთაურ ანცდრეი პლენკოვიჩთან ისაუბრა.