ავტორი:

"ასეთი დღეები ორმაგად გემრიელია" - სად ისვენებენ ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა: წყვილის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

"ასეთი დღეები ორმაგად გემრიელია" - სად ისვენებენ ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა: წყვილის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს. ქეთი ხატიაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა.

ქეთი ხატიაშვილი და „ქართული ოცნების" დეპუტატი დავით კაჭარავა სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდებიან. წყვილი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საერთო ფოტოებსა და ვიდეოებს. ისინი ერთად ვარჯიშობენ და ხშირად დასასვენებლადაც ერთად დადიან.

ამჯერად ისინი ბათუმში ისვენებენ და ზღვისპირა კურორტიდან "ცხელ" ფოტოებს გვიზიარებენ :

"ასეთი დღეები ბათუმში ორმაგად გემრიელია, ზღვაში ხარ... მზე ანათებს, არა და გამოცხადებული იყო. ბედნიერი დასვენება ყველას" - წერს ხატიაშვილი ფოტოების კომენტირებისას.