ავტორი:

"ჩემი ლამაზი სახლი... ეს ბნელი დღეა აშშ-ის ისტორიაში" - დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ FBI-მ მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

"ჩემი ლამაზი სახლი... ეს ბნელი დღეა აშშ-ის ისტორიაში" - დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ FBI-მ მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ფლორიდაში, პალმ-ბიჩზე მდებარე მის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა სავარაუდოდ საპრეზიდენტო დოკუმენტების, მათ შორის საიდუმლო დოკუმენტების, გატანასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

ტრამპის თქმით, გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები მის "სეიფში შეიჭრნენ."

"ჩემი ლამაზი სახლი, მარ-ა-ლაგო პალმ ბიჩში, ფლორიდაში, ამჟამად ალყაშია, დარბეულია და დაკავებულია FBI-ს აგენტების დიდი ჯგუფის მიერ. ეს ბნელი დღეა აშშ-ის ისტორიაში", - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა ხელი შეუშალონ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობას.