ავტორი:

ყირიმში აეროდრომზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

ყირიმში აეროდრომზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

ყირიმში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერი სერგეი ოქსიონოვი ავრცელებს.

ამასთან, ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების განმარტებით, დაშავებულია 5 ადამიანი.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილობრივი დროით 15:20 საათზე სულ მცირე 12 აფეთქების ხმა გაისმა „საკის“ აეროდრომზე.

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება აქამდე აცხადებდა, რომ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათივე მტკიცებით აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაცია გამოიწვია.

სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის.