ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში "ჩერნომორენერგოს" ყოფილი დირექტორის, ასლან ბასარიას  ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს

ოკუპირებულ აფხაზეთში "ჩერნომორენერგოს" ყოფილი დირექტორის, ასლან ბასარიას  ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს

ოკუპირებულ აფხაზეთში "ჩერნომორენერგოს" ყოფილი დირექტორის, ასლან ბასარიას ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც ekhokavkaza.com წერს, შემთხვევა, წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ინფორმაცია კი "ტელეგრამზე“ აფხაზურ არხებზე გავრცელდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანა ბასარიას საცხოვრeბელ სახლთან იყო გაCერებული და მასში არავინ იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მას გამვლელი მანქანიდან ესროლეს.

ასლან ბასარია

ადგილობრივი მედია წერს, რომ დაახლოებით ათი დღის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ბასარია საზოგადოებაში არსებულ საპროტესტო განწყობებზე საუბრობდა. მიუთითებდა აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტის საფრთხეებზე და ამ კონტექსტში აპროტესტებდა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და რუსეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას.

ასევე აპროტესტებდა ენერგეტიკული რესურსის ლიბერალიზაციას და უძრავი ქონების უცხოელებზე გასხვისებას.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეტებიათ.