ავტორი:

5 რამ, რაც თქვენს აგარაკს ჭკვიანსა და სრულყოფილს გახდის

5 რამ, რაც თქვენს აგარაკს ჭკვიანსა და სრულყოფილს გახდის

იცოდით, რომ შეგიძლიათ აგარაკი დისტანციურად მართოთ? შეიძლება ამის შესახებ გსმენიათ და ის ოცნებად გეჩვენებათ, მაგრამ რას იფიქრებთ, თუ გეტყვით, რომ საქართველოშიც ძალიან მარტივად შეგიძლიათ თქვენი აგარაკი გააჭკვიანოთ და ის დისტანციურად თქვენი სურვილების შესაბამისად მართოთ?

თუ თქვენ გსურთ დილით ახლადმოდუღებული ყავის სურნელმა გაგაღვიძოთ, შეგიძლიათ სთხოვოთ ყავის აპარატს და პრობლემა არ იქნება. ან შეგცივდათ და გინდათ გათბობას აუწიოთ? უთხარით სისტემას და თხოვნა დაუყოვნებლივ შესრულდება. დღეს უკვე შესაძლებელია სამსახურიდან მიუთითო შენს ჭკვიან სახლს აბაზანა წყლით აგივსოს, ანდაც შენი საყვარელი მუსიკა ჩაგირთოს.

შეთავაზებები მართლაც მრავალფეროვანი და ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელიც კია, თუმცა ამჯერად დეტალურად განვიხილოთ 5 მთავარი კრიტერიუმი, რომლებიც თქვენს აგარაკს მართლაც ჭკვიან და სრულყოფილ სახლად აქცევს.

  • ჭკვიანი საკეტი

პირველი და საბაზისო კრიტერიუმი კარის ჭკვიანი საკეტია. ის საშუალებას გაძლევთ დაივიწყოთ გასაღების არსებობის შესახებ. შეძლებთ აგარაკს ესტუმროთ ნებისმიერ დროს, როცა მოგინდებათ და არ იფიქროთ, თან გაქვთ თუ არა მისი გასაღები. მისი გაღება ერთდროულად შესაძლებელია: თითის ანაბეჭდის, კოდისა და ბარათის მეშვეობით. დროებითი კოდის დაგენერირება დისტანციურად არის შესაძლებელი. თუ გარკვეული პერიოდით აგარაკს მეგობრებს უთმობთ ან უბრალოდ დამლაგებელი უნდა მივიდეს სახლის დასასუფთავებლად, აღნიშნულ კოდს გაუზიარებთ და ისინი შესვლას შეძლებენ. სახლის მფლობელებისთვის კი თითის ანაბეჭდით გაღება ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტული ფორმაა.

ჭკვიან საკეტს დამატებითი პარამეტრებიც შეგიძლიათ დაუყენოთ. მაგალითად, თუ კარის გაღება ქურდთან ერთად მოგიწიათ, არსებობს სპეციალური პინკოდი, რომელიც კარებს განგაშის სიგნალის გარეშე გააღებს, მაგრამ დაცვის სამსახურს გაუგზავნის შეტყობინებას აღნიშნული საშიშროების შესახებ.

  • საიმედო ელექტრომომარაგება

მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ცხოვრობთ, საქართველოში ელექტრომომარაგება არც ისე სტაბილურია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ჭკვიანი სახლი საიმედო ელექტრომომარაგებით უზრუნველყოთ. ამისთვის EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგური შეგიძლიათ მოაწყოთ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პორტატული ელექტროსადგური არის სარეზერვო კვების ელემენტი, რომელიც იტენება უმოკლეს დროში, შემდეგ კი ელექტროენერგიით გვამარაგებს საათებისა და დღეების განმავლობაში. მისი დატენა შესაძლებელია როგორც დენზე, ისე მზის პანელიდან და მანქანაში. ნებისმიერი მოდელი 0-80%-მდე იტენება 1 საათში. ელექტრო დამოუკიდებელი მოწყობილობა სხვადასხვა ტევადობითაა ხელმისაწვდომი, რაც საშუალებას გაძლევთ ის თქვენი სურვილების შესაბამისად შეარჩიოთ. შესაძლებელია შეიძინოთ ე. წ. მძლავრი power bank, რომლითაც სმარტფონს დატენით და სახლს გაანათებთ, თუმცა ასევე ხელმისაწვდომია ბევრად უფრო დიდი ტევადობის მოწყობილობა, რომლითაც სხვადასხვა სახის ელექტრომოწყობილობას რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში ამუშავებთ. ისინი საშუალებას იძლევა, კოტეჯის ტიპის სახლებში ტრადიციული ელექტროგაყვანილობა არც კი გააკეთოთ. მოწყობილობას სხვადასხვა ტიპის პორტი აქვს და შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის ტექნიკის დაერთების შესაძლებლობას იძლევა. ელემენტის მრავალჯერადი დატენაა შესაძლებელი. ყველაზე დიდი მოდელის, 3.6KW მოწყობილობის ციკლი შეადგენს 3 500-ჯერ დატენას ვიდრე ელემენტის ტევადობა 80%-ზე ჩამოვდა და 6 500-ჯერ დატენას ვიდრე ის 50%-მდე შემცირდება.

  • ავტომატიზებული განათება

ავტომატიზებული განათება რამდენიმე ძირითად ფუნქციას აერთიანებს. მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ადგილიდან განათების ჩართვა-გამორთვა, სახლიდან გასვლისას ერთი ღილაკით განათების სრულად გათიშვა, სხვადასხვა მოქმედებაზე, მაგალითად, გაზის გაჟონვის დროს, სინათლის ანთება. ეს კი ავტომატურად მანიშნებელი იქნება, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ოთახში განათების სენსორულ რეჟიმზე დაყენება.

შეგიძლიათ დააგენერიროთ ჭკვიანი სახლის სცენარებიც, მაგალითად, დღის ან ღამის განმავლობაში, ფილმის ყურებისას ან სადილობისას ირთვებოდეს სხვადასხვა ტიპის განათება. მსგავსი სცენარები განათებასთან ერთად მოიცავს ჟალუზებისა და ფარდების მდგომარეობას, ტემპერატურას, ოთახში მუსიკის ჩართვას. მაგალითად, ოჯახის თითოეულ წევრს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სცენარი, რომელიც სახლში მისი მოსვლის დროს ირთვებოდეს. ჭკვიანი კამერა ამოიცნობს ვინ შევიდა სახლში და შესაბამისად ჩართავს მისთვის სასურველ განათებას, მუსიკას, აკეცავს ან ჩამოშლის ჟალუზებს, დაარეგულირებს მუსიკას და ა.შ.

  • უსაფრთხოების დეტექტორები

არაფერია ისეთი საჭირო, როგორც აგარაკზე მაქსიმალურად დაცული უსაფრთხოება. ხშირად თვე გადის ისე, რომ აგარაკს მფლობელი არ სტუმრობს და შესაბამისად, ამა თუ იმ პრობლემის შესახებ შეიძლება საკმაოდ გვიან გაიგოს და დიდი პრობლემებიც შეექმნას. თავი მშვიდად და დაცულად რომ იგრძნოთ, აგარაკზე შეიძლება დააყენოთ მოძრაობის დეტექტორი, გაზის და წყლის გაჟონვის დეტექტორი, კვამლის დეტექტორი, ტემპერატურის კონტროლის დეტექტორი. მაგალითად, მოძრაობის სენსორი კარებსა თუ ფანჯარაზე, მყისიერად გამოგიგზანით შეტყობინებას ამის შესახებ როგორც თქვენ, ისე დაცვის სამსახურს.

  • ავტომატური სარწყავი სისტემები

გამწვანებული ეზო აგარაკის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია, თუმცა მცენარეების მოვლა მარტივი არ არის და მათ განსაზღვრული სიხშირით სჭირდება მორწყვა. ამიტომ ძალიან მოსახერხებელია ავტომატური სარწყავი სისტემები. პროცესის სრული კონტროლი დისტანციურად სმარტფონის აპლიკაციის ან ვებგვერდის საშუალებითაა შესაძლებელი. კონკრეტული სიტუაციების შესაბამისად მიიღებთ სმს შეტყობინებასაც. ნიადაგის ტენიანობის სენსორიდან მოსულ ინფორმაციას თქვენ გააკონტროლებთ. შეგიძლიათ მიუთითოთ სისტემას, თუ რა მაჩვენებელზე დაიწყოს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ავტომატური მორწყვა.

ეს ყველაფერი კი არამხოლოდ გამწვანებისთვისაა მოსახერხებელი. აბა, დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს უკეთესი საკუთარ ეზოში მოყვანილ და დაკრეფილ მარწყვზე გემრიელი?

ბევრს ნუღარ იფიქრებთ, გააჭკვიანეთ აგარაკი და დატკბით იქ გატარებული თითოეული დღით.