ავტორი:

რა უნდა იცოდეთ, L’Imperatrice-ის კონცერტზე წასვლამდე

რა უნდა იცოდეთ, L’Imperatrice-ის კონცერტზე წასვლამდე

წელს პირველად ღონისძიება Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე Front Stage-ზე გაიმართება, სადაც პარიზული ბენდი L’Imperatrice მსმენელს ახალ მუსიკალურ თავგადასავალს შესთავაზებს. სტატიაში რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას გაგიზიარებთ, რომლებიც აუცილებლად უნდა გახსოვდეთ სანამ შეკვეთილში ჩასვლას გადაწყვეტთ.

- ღონისძიების დაწყების დრო

ღონისძიების კარი 18:00 საათზე გაიღება და სანამ პარიზული ბენდი ღია სივრცეში საფესტივალო განწყობას შექმნის, სტუმრების განწყობაზე ელექტრონული მუსიკის დუო Endorphins იზრუნებს. ეზოში კი Black Sea Arena-ის მეგობარი კომპანიები მცირე თავგადასავალს მოაწყობენ და სხვადასხვა ზონებს შემოგთავაზებენ. გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიებაზე დროულად მიხვიდეთ, რათა რიგსა თუ საცობში დგომა თავიდან აირიდოთ.

- პირველად Afterparty ღონისძიების შემდეგ

ღონისძიების შემდეგ სოციალურ სივრცეში აფთერფართი გაიმართება, სადაც დამსწრეებთან ერთად კონცერტზე დაგროვილი ემოციების გაზიარებას შეძლებ და განწყობის შესაბამის მუსიკას მოისმენ, რაზეც სოციალური სივრცის რეზიდენტი არტისტები პროექტით - Pleasure Hunters - იზრუნებენ. ბილეთების შეძენა ამ ბმულიდან შეგიძლიათ.

- სამდღიანი მუსიკალური მოგზაურობა

შეკვეთილში შეგიძლიათ უფრო დიდხანს დარჩეთ და მხოლოდ ერთი კონცერტისთვის არ ჩამოხვიდეთ, რადგან 13, 14 და 16 აგვისტოს ღონისძიებები სოციალურ სივრცეშია დაგეგმილი. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში კი ერთი დიდი მუსიკალური მოგზაურობა დაგხვდებათ სოციალურ სივრცესა და Black Sea Arena-ის ეზოში.

13 აგვისტოს სოციალური სივრცის კოლაბორაციული ალბომის მოსმენაა შესაძლებელი,

14 აგვისტოს მულტიინსტურმენტალისტი Allen Hulsey დაუკრავს,

16 აგვისტოს კი Organic House-ის პიონერთან და All Day I Dream-ის დამფუძნებელთან, Lee Burridge-თან ერთად გახდებით ერთობის შეგრძნების თანაზიარი და ტრანსცენდენტულ რიტმებს შეიგრძნობთ.

- როგორ ჩავიდე შეკვეთილში?

შეკვეთილში კომფორტულ მგზავრობაზე Bene Exclusive იზრუნებს. მგზავრობას სპეციალურად თქვენთვის შედგენილი ფლეილისტები უფრო კომფორტულს გახდის და კონცერტის განწყობას წინასწარ შეგიქმნით. ნახეთ ავტობუსების განრიგი.

თუ მატარებლით მგზავრობა უფრო კომფორტულია თქვენთვის, იცოდეთ, რომ სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს რკინიგზამ დამატებითი რეისები დანიშნა, რომელიც Black Sea Arena-ის ბაქანზე გაჩერდება. ბაქანი დაახლოებით 100 მეტრით არის დაშორებული გეითებიდან, ღონისძიებაზე დასწრებამდე კი შეგიძლიათ მუსიკოსთა პარკში გაისეირნოთ. ნახეთ მატარებლის განრიგი.