ავტორი:

"ზაპოროჟიეს მიმართულებით მტრის შეტევა შეჩერებულია" - რა ვითარებაა უკრაინის ცხელ წერტილებში: გენშტაბის უახლესი ინფორმაცია?

"ზაპოროჟიეს მიმართულებით მტრის შეტევა შეჩერებულია" - რა ვითარებაა უკრაინის ცხელ წერტილებში: გენშტაბის უახლესი ინფორმაცია?

სტოროჟოვე-ნოვოსელკას მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით შეაჩერეს მტრის თავდასხმა და დამპყრობლებმა უკან დაიხიეს, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ნოვოპავლოვსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით მტერმა ქვემეხებიდან, სარაკეტო არტილერიიდან და ტანკებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, ნოვოსელკას მახლობლად კი საოკუპაციო ძალებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

"მტერმა დაბომბა ჩერნიგოვის ოლქის სენკოვკასა და გრემიაჩის მახლობლად მდებარე ტერიტორიები, ასევე სუმის ოლქის ბასოვკასა და კონდრატოვკას დასახლებების მიმდებარე ტერიტორიები“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის მიმართულებით, რამდენიმე დასახლების ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა ობიექტები ტანკებიდან, ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბეს. ამასთან, საჰაერო დარტყმები განახორციელეს სტარი სალტოვსა და მოსპანოვთან.

"სლავიანსკის მიმართულებით დაბომბვა დაფიქსირდა დოლინას, ბრაჟკოვკას, ნორცივკას, დიბრივნეს, მაზანივკასა და ბოგოროდიჩნის მახლობლად. კრამატორსკის მიმართულებით მტერმა ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბა კრამატორსკის, ვერხნეკამენსკოესა და გრიგორივკას ტერიტორიები“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, შეტევითი და თავდასხმის მოქმედებებით, მტრის ქვედანაყოფები ცდილობდნენ წინ წაწევას ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის - ივანო-დარიევკას, ასევე ნიკოლაევკა - ვიემკას მიმართულებებით. სპირნე - ივანო-დარიევკას მიმართულებით საომარი მოქმედებები გრძელდება. გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით მტრის არტილერიამ და ტანკებმა რამდენიმე რაიონი დაბომბეს. ამასთან, საჰაერო დარტყმები დაფიქსირდა იაკოვლევკას, ვესელა დოლინას, ზაიცევის, ბახმუტისა და სოლედარის მახლობლად.

„მტერმა ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები პოკროვსკოე - ბახმუტის, ვოზროჟდენიე - ვერშინა, უგლეგორსკის თბოელექტროსადგურ - ზაიცევოს მიმართულებებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია“, - აცხადებენ გენშტაბში.

ავდიივკას მიმართულებით ოკუპანტებმა რამდენიმე დასახლების ტერიტორია დაბომბეს და მარინკას მახლობლად ავიადარტყმა განახორციელეს. ამასთან, ოკუპანტებმა შეტევითი ბრძოლები განახორციელეს ნოვოსელოვკა- კრასნოგოროვკასა და სპარტაკი - ავდიივკას მიმართულებებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს. ამასთან, დონეცკი - პესკისა და ნოვოსელოვკა - ალექსანდროპოლის მიმართულებებზე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.