ავტორი:

"ურყევი სამშვიდობო პოლიტიკით, აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, აუცილებლად მოვიშუშებთ საერთო ჭრილობას" - შალვა პაპუაშვილი

"ურყევი სამშვიდობო პოლიტიკით, აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, აუცილებლად მოვიშუშებთ საერთო ჭრილობას" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ურყევი სამშვიდობო პოლიტიკით, აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, აუცილებლად "გავაგრძელებთ ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას“.

პაპუაშვილის განცხადებით, „ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამ ისტორიას ვერავინ შეცვლის“.

“ჩვენს ქვეყანას მრავალი ქარტეხილი გამოუვლია - ტრაგიკულია ისტორია, რომელიც 30 წლის წინ, ამ დღეს უკავშირდება. ომი, რომელმაც ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე საკუთარ კერას მოწყვიტა. ომი, რომელსაც ათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.

ჩვენი ურყევი სამშვიდობო პოლიტიკით, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, აუცილებლად მოვიშუშებთ საერთო ჭრილობას და ერთად გავაგრძელებთ ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას.

ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამ ისტორიას ვერავინ შეცვლის!”,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში და ეხმაურება აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წლისთავს.