მსოფლიოს ქვეყანები, მათ შორის საქართველო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან.
განცხადება ევროკავშირის დელეგაციის ვებგვერდზე გავრცელდა.
ერთობლივი განცხადება შემუშავებულია ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვას, ლუქსემბურგის, მალტას, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, კორეის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის მიერ.
განცხადებაში ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს ბირთვული უსაფრთხოების ფუნდამენტურ მნიშვნელობას და აღნიშნავენ,რომ რუსეთის მიერ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის - ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის კონტროლი, დიდ საფრთხეს უქმნის ამ პრინციპებს.
"ბირთვულ ობიექტზე რუსი სამხედრო პერსონალისა და შეიარაღების განლაგება მიუღებელია და უგულებელყოფს უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს, რომელთა ვალდებულებაც აიღო IAEA-ს ყველა წევრმა.
რუსული სამხედრო ძალების არსებობა ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე აფერხებს ოპერატორს და უკრაინის ხელისუფლებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებაში საერთაშორისო კონვენციებისა და IAEA-ს უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და ხელს უშლის IAEA-ს შეასრულოს მისი უსაფრთხოების მანდატი.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან, რათა ოპერატორმა და უკრაინის ხელისუფლებამ განაახლონ თავიანთი სუვერენული პასუხისმგებლობა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ლეგიტიმურ მოქმედ პერსონალს შეეძლოს თავისი მოვალეობების შესრულება გარე ჩარევის, საფრთხის ან სამუშაოს დაუშვებლად მკაცრი პირობების გარეშე”,- აღნიშნულია განცხადებაში.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გამოყენებას უკრაინაში მისი უკანონო ქმედებების გასამართლებლად",- აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს აგრესიისთვის პასუხს აგებინებს და რუსეთმა უნდა აგოს პასუხი უკრაინაში მის უკანონო ქმედებებზე.