ავტორი:

"მათი ნარატივი ჯდება რუსული პროპაგანდის გზავნილებში. ერთადერთი, ამ ოთხეულს ლუგარის ლაბორატორიის თემა ჯერჯერობით გამორჩა... ალბათ, ამ დღეებში ამასაც მოვისმენთ" - საით მიჰყავს ხელისუფლებას ქვეყანა?

"მათი ნარატივი ჯდება რუსული პროპაგანდის  გზავნილებში. ერთადერთი, ამ ოთხეულს ლუგარის ლაბორატორიის თემა ჯერჯერობით გამორჩა... ალბათ, ამ დღეებში ამასაც მოვისმენთ" - საით მიჰყავს ხელისუფლებას ქვეყანა?

მცირე ტაიმ-აუტის შემდეგ "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა კვლავ აქტიურად დაიწყეს თავდასხმა დასავლეთზე, კერძოდ, აშშ-სა და მის ელჩზე საქართველოში. ხელისუფლების წარმომადგენლები ვითომ ყოფილი კოლეგების გაუთავებელ განცხადებებს, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, არათუ ემიჯნებიან, პირიქით, ფაქტებად მიიჩნევენ და აცხადებენ, ამაზე ვიმსჯელებთო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება პოლიტიკურად ვაჭრობს, ოღონდ მოტივი და მიზანი ძალზე ბუნდოვანია. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ შოკირებული არიან ამ ე.წ. წასული დეპუტატების წარმოდგენილი "ფაქტობრივი მასალით" და აპირებენ ამაზე გუნდში მსჯელობას. ისმის კითხვა, რეალურად ეს "ფაქტობრივი მასალა" რას წარმოადგენს? - იმავე "ოცნებამ" დაწერა გარკვეული შეთქმულების თეორია, ამას დაარქვა ფაქტები და ახლა ამაზე იმსჯელებენ კიდეც, არადა, რეალურად არანაირი ფაქტები არ ჩანს იმ ბოდვაში, რასაც ამ 4 დეპუტატისგან ვისმენთ. საბოლოოდ, ვიღებთ მოცემულობას, როდესაც "ოცნება", ფაქტობრივად, იღებს პასუხისმგებლობას ამ განცხადებებზე.

დღეს ხელისუფლების პოლიტიკა სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: პირველი - ვლანძღოთ და ყველა უბედურება დავაბრალოთ დასავლეთს; მეორე - რუსეთს უნდა ვეფეროთ, რადგან ერთი მხრივ ომი არ გვინდა და მეორე მხრივ, ჩვენი ეკონომიკური განვითარება რუსეთზეა დამოკიდებული; მესამე - ყველა მეთოდით დავიცვათ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები.

ეს არის ის მატრიცა, რაც შექმნა "ქართულმა ოცნებამ" და ამ პაკეტს მეთოდურად ავითარებს, რაც ძალზე აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და პირდაპირ იმის საფრთხეს აჩენს, რომ ამ ორპოლუსიანი სამყაროს ფორმირების პროცესში ჩვენ არა უბრალოდ არასწორი მხარე ავირჩიოთ, არამედ პირდაპირ ჩავერთოთ ბრძოლაში რუსეთის სასარგებლოდ... თითქოს ამბობენ, რომ ჩვენი არჩევანი დასავლეთია, მაგრამ რეალურად ომში რუსეთის მხარეს ვმონაწილეობთ. მათი ეს პროპაგანდისტული ნარატივი ჯდება რუსული პროპაგანდის ტრანსლირებულ გზავნილებში. ერთადერთი, ამ ოთხეულს ლუგარის ლაბორატორიის თემა ჯერჯერობით გამორჩა, რის თაობაზეც შეთქმულების თეორიას აქტიურად ავითარებს რუსეთი და, ალბათ, ამ დღეებში ამასაც მოვისმენთ.

- თქვენი აზრით, რა მოტივი აქვს ხელისუფლებას?

- ჩემი აზრით, უნდა ვისაუბროთ ნაწილობრივ რაციონალურ და ნაწილობრივ ირაციონალურ მოტივზე. ამათ მოქმედებაში გარკვეულწილად აფექტური მდგომარეობა იგრძნობა. ბიძინა ივანიშვილი რატომღაც თავს კედელთან მიყენებულად გრძნობს. მან გამოკვეთა მთავარი მტერი, რომელიც უსაფრთხოებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უქმნის, შექმნა თეორია, თუ საიდან მოდის ყველა ეს უბედურება, რაც მას დაატყდა თავს და ცდილობს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით შეებრძოლოს ამას. გამომდინარე იქიდან, რომ მან მმართველობითი სისტემის ისეთი კონსტრუქცია ააგო, რაც გარკვეულწილად რელიგიურ ნარატივსა და მითოლოგიაზეა აგებული, მას სჭირდება ამ მითოლოგიის კვება, ამიტომ ამ პროპაგანდით ქმნის ერთგვარ ბიბლიურ ისტორიებს.

პირველი ასეთი ისტორია უკავშირდება მის ბოლო წერილს, როდესაც მან შეიძლება არაპირდაპირი ტექსტებით, მაგრამ, ფაქტობრივად, დაადასტურა ის, რასაც ამ ოთხეულისგან ვისმენთ. მან შექმნა ერთგვარი მითოლოგია გოლიათთან მებრძოლი დავითის, რომელიც ქვეყანას ომში არ რთავს. იმავე საღამოს კიდევ მოაყოლეს ადვოკატების განცხადება იმ ცნობილ დავაში მისი გამარჯვების თაობაზე... მან სცადა შეექმნა ისტორია, თუ როგორ ებრძვის დავითი გოლიათს და ამარცხებს მას... ეს სჭირდება შიდაპარტიული სტაბილურობისთვის, რათა მისი უძლეველობის ლეგენდაში ბზარი არ გაჩნდეს. ეს არის მისი ინსტრუმენტი შემდგომ ბრძოლასა თუ ვაჭრობაში.

ახლა, რასაც ვუყურებთ ამ ოთხეულის შესრულებით, ესეც ბიბლიური ლეგენდის გაცოცხლების ცდაა. მოგეხსენებათ, მოსე თავისი ძმის, არონის პირით საუბრობდა... დღეს ხელისუფლება მოსეში გულისხმობს ივანიშვილს, რომელმაც თავისი ხალხი უნდა გაიყვანოს აღთქმულ მიწაზე, მაგრამ მისი სახელით ფარაონს, ანუ აშშ-ს ესაუბრება მისი ძმა არონი, ანუ ხუნდაძე... ასე ქმნის თავის მრევლში მითს, რომ შემდგომ ეტაპზე მან უნდა დაატეხოს ფარაონს 10 სასჯელი, რის შემდეგაც ის ქართველ ხალხს სამშვიდობოზე გაიყვანს ომის გარეშე და იბერიაც გაბრწყინდება... დარწმუნებული ვარ, "ოცნებაში" არიან ადამიანები, რომლებიც რაციონალურად ფიქრისას ხვდებიან, რომ ძალიან დიდ გაუგებრობაში არიან, მაგრამ ამ ფიქრებს უკუაგდებენ და იმედოვნებენ, რომ ბიძინა, როგორც ღმერთი, რაღაცას მოიფიქრებს და გადაარჩენს მათაც.

რაც შეეხება რაციონალურ ნაწილსა და პრაქტიკულ პოლიტიკას, ვფიქრობ, უკვე თვითონაც დარწმუნდა ამ შეთქმულების თეორიაში. მიაჩნია, რომ მისი პირადი პრობლემები დასავლეთიდან მომდინარეობს. ის ეუბნება დასავლეთს, რომ უალტერნატივოა და თუ სურთ მათ აქ საკუთარი ინტერესების გატარება, მხოლოდ მას უნდა ელაპარაკონ... დააკვირდით ამ ოთხეულის რიტორიკას, დასავლეთს მიმართავენ, დაასრულეთ თამაშები და პირდაპირ და მხოლოდ ხელისუფლებას ელაპარაკეთო... ივანიშვილმა ამ ვაჭრობაში სასწორის ერთ პინაზე ქვეყანა დადო, მეორეზე კი - თავისი წარმოდგენები, ინტერესები... ფაქტობრივად, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებით დაიწყო ვაჭრობა. ფიქრობს, რომ ამ დაპირისპირებაში რამდენიმე კოზირი აქვს და მათგან მთავარი ოპოზიციის. გააგრძელეთ კითხვა