ავტორი:

"ზუსტი დარტყმით განადგურდა "ვაგნერის" შტაბი. დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მხარე?

"ზუსტი დარტყმით განადგურდა "ვაგნერის" შტაბი. დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მხარე?

უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელებმა ოკუპირებულ პოპასნაში რუსული დაჯგუფება “ვაგნერის“ შტაბი მას შემდეგ გაანადგურეს, რაც მათი ადგილსამყოფელი რუსმა ჟურნალისტმა გათქვა, უფრო სწორედ, რუსმა ჟურნალისტმა, რომელი 8 აგვისტოს სტუმრობდა შტაბს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც ჩანდა შტაბის მდებარეობა. რუსმა სამხედრო ჟურნალისტმა სერგეი სრედამ ოკუპირებულ დონეცკში არსებული შტაბის ფოტოები საკუთარ "ტელეგრამზე" გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "პოპასნაში მივიდნენ და ვაგნერის შტაბში შეჩერდნენ". ერთ-ერთ ფოტოზე ჩანდა ევგენი პრიგოჟინი, რომელიც "ვაგნერის" მეთაურად მიიჩნევა. მოგვიანებით, სრედამ ეს ფოტოები წაშალა, თუმცა, როგორც ამბობენ, უკრაინელმა სამხედროებმა მათი ლოკაციის დადგენა სწორედ მათი საშუალებით მოახერხეს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელებმა ვაგნერის ჯგუფის ბაზა ამერიკული HIMARS-ის რაკეტების მეშვეობით გაანადგურეს. "უნიანი" ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსის სერგეი გაიდაი "ტელაგრამპოსტს" ავრცელებს, რომელშიც ამ ინფორმაციას ადასტურებს.

"ამჯერად პოპასნაში, სადაც ზუსტი დარტყმით განადგურდა "ვაგნერის" შტაბი, დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება", - აღნიშნავს ის.