ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული დებიუტი სერია ა-ში - ქართველმა ფეხბურთელმა გოლი პირველივე თამაშში გაიტანა - ნახეთ გოლი და პირველი ემოციები

ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული დებიუტი სერია ა-ში - ქართველმა ფეხბურთელმა გოლი პირველივე თამაშში გაიტანა  - ნახეთ გოლი და პირველი ემოციები

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს სადებიუტო მატჩში პირველი გოლი გაიტანა. კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონატის პირველ მატჩში "ვერონას" დაუპირისპირდა.

ანგარიში მასპინძელმა გუნდმა, "ვერონამ" გახსნა, ხოლო "ნაპოლიდან" მათ ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა და ანგარიში 38-ე წუთზე გაათანაბრა.

კვარაცხელიამ ლოზანოს გადაცემის შემდეგ ბურთი კარის ჩარჩოში მოათავსა.

კვარაცხელიამ საგოლე გადაცემაც გააკეთა. საბოლოოდ თამაში ნეაპოლელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5-2 დასრულდა.

ნახეთ გოლი: