ავტორი:

"საქართველო არ მიდის მეგობრების შენარჩუნების გზით - არ მჯერა, რომ ვინმე ცდილობდეს საქართველოს რაიმე ომში ჩათრევას" - ტომას ილვესი

"საქართველო არ მიდის მეგობრების შენარჩუნების გზით - არ მჯერა, რომ ვინმე ცდილობდეს საქართველოს რაიმე ომში ჩათრევას" - ტომას ილვესი

"რუსეთთან ომში ჩართვა არავის სურს და ეს არც საქართველოსთვის უნდა ვინმეს", - აცხადებს "ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ილვესი.

მისი თქმით, უკვე დიდი ხანია ჩანს, რომ საქართველო უკრაინასთან ისეთი სოლიდარული არ არის, როგორიც მოსალოდნელი იყო. ეს კი ნაწილობრივ ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციას უკავშირდება.

ილვესის თქმით, "ეს არ არის გზა, რომლითაც მეგობრების შეძენა და ადამიანებზე გავლენის მოხდენა არის შესაძლებელი".

მისი თქმით, თუ გაირკვა, რომ საქართველო რუსეთს სანქციებზე თავის არიდებაში ეხმარება, ამას დასავლეთისგან ქვეყნის იზოლაცია მოჰყვება.

კითხვაზე,“საქართველო და უკრაინა წლების განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ, მაგრამ მათ შორის ახლა განხეთქილებაა. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ უკრაინული მხარე საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს რუსეთის დახმარებაში სანქციების თავიდან აცილებაში“, ილვესი პასუხობს, რომ "ეს უკვე საკმაოდ დიდი ხანია პრობლემაა, რომ საქართველომ არ გამოავლინა ისეთი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, როგორიც ბევრმა სხვა ქვეყანამ”.

"ეს უკვე დიდი ხანია შესამჩნევია. მაგრამ ეს ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული იმასთან, რასაც საქართველო ქვეყნის შიგნით აკეთებს - რომ მას ბევრი არაფერი გაუკეთებია ისე, როგორც ამას ევროკავშირში მოელოდნენ. ამაში ვგულისხმობ ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკას, ევროკავშირის საელჩოებზე მიყურადებას და სხვა. ეს არ არის გზა, რომლითაც მეგობრების გაჩენა და ადამიანებზე გავლენის მოხდება არის შესაძლებელი”,- დასძინა მან.

რაც შეეხება იმას, თუ რას ფიქრობს ის საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე,ილვესი ამბობს,რომ ეს სრულიად საქართველოს უფლებაა, თუმცა ასევე ქვეყანა მზად უნდა იყოს, რომ შედეგებისთვის.

“ლიბერალურ-დემოკრატიულმა დასავლეთმა ეს გააკეთა. ბევრი ქვეყანა ამას დათანხმდა, ისეთებიც კი რომლებიც დასავლეთშიც კი არ არიან. თუ თქვენ ცალსახად არ მიჰყვებით იმას, რაც დანარჩენმა დასავლეთმა გააკეთა, ცხადია, ეს სრულიად თქვენი უფლებაა. თუმცა მაშინ თქვენ ასევე უნდა იყოთ მზად იმ შედეგებისთვის, რომლებიც იმას მოჰყვება, რომ დასავლეთი ერთ-ერთ თავისიანად არ ჩაგთვლით”,-აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.

რაც შეეხება ანტი-დასავლური ნარატივების მომატებას და ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებზე თავდასხმებს, ილვესის თქმით, უჭირს ობიქტური იყოს.

"კარლ ბილდტთან ერთად თავდასხმების სამიზნე გავხდი... საქართველოს ორი ყველაზე დიდი მეგობარი ბოლო 20 წლის განმავლობაში... მიჭირს ობიექტური ვიყო”,- განაცხადა მან.

ამასთან მან უპასუხა კითხვას ნარატივზე, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას, იმისთვის, რომ უკრაინასთან ომში რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსნას და აღნიშნა, რომ ამის არ სჯერა.

"არ მჯერა იმის, რომ ვინმე ცდილობდეს საქართველოს რაიმე ომში ჩათრევას. მე ვარ ერთ-ერთი ბრალდებული იმაში, რომ ომი მინდა და საქართველოს ომში ჩათრევას ვცდილობ. მე მსგავსი არასდროს არაფერი მითქვამს, არასდროს. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების ნარატივია. მე ეს საერთოდ არ მესმის“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, რა ასაზრდოებს ამ ნარატივ, არ იცის და "ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია“.

" მე არ მაქვს არანაირი სურვილი, რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაერთოს, რა თქმა უნდა, რუსეთთან ომში ჩართვა არავის უნდა, მათ შორის არც ესტონეთს და რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს ეს საქართველოსთვის? მე არასოდეს, არანაირ კონტექსტში ეს მოსაზრება არ გამომითქვამს და არ გამივრცელებია. მეორე მხრივ, სანქციების შესახებ რომ ვთქვათ, ამას ბევრი სხვა ქვეყანა აკეთებს, ეს არის ის, რასაც მოველით ვინმე ისეთისგან, რომელსაც ჩვენიანად განვიხილავთ. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო ნამდვილად გამოიყენება რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებად, მაშინ დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ამას რეაგირება მოჰყვება და ეს რეაგირება, ჩემი აზრით, ძალიან მკაცრი იქნება“,- განაცხადა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება კითხვას, რა შეიძლება იყოს ეს რეაგირება, ილვესი პაუხობს: "იზოლაცია!“.