ავტორი:

"წარმოდგენა არ მაქვს, როგორ იპოვა ბორისმა ეს სანაპირო. მის შესახებ ბევრმა აქაურმაც არაფერი იცის" - ბრიტანეთის პრემიერი საბერძნეთის კუნძულ ევიაზე ისვენებს

"წარმოდგენა არ მაქვს, როგორ იპოვა ბორისმა ეს სანაპირო. მის შესახებ ბევრმა აქაურმაც არაფერი იცის" -  ბრიტანეთის პრემიერი საბერძნეთის კუნძულ ევიაზე ისვენებს

ბორის ჯონსონი და მისი მეუღლე ქერი, წინა კვირას დაბრუნდნენ სლოვენიიდან, სადაც თაფლობის თვე გაატარეს. პრემიერმა არ დააყოვნა და ამჯერად ოჯახით გაემგზავრა საბერძნეთის კუნძულზე. ის ათენის აეროპორტში მისი მცირეწლოვანი ვაჟის ზურგჩანთით ხელში ნახეს.

58 წლის ბორისი, მის 34 წლის მეუღლესთან და ოჯახის წევრებთან ერთად შენიშნეს იზოლირებულ ყურეზე, კუნძულ ევიაზე, რომელიც ათენის მახლობლად მდებარეობს. ადგილობრივები გაოცებულები დარჩნენ, როგორ იპოვა ჯონსონმა ეს უკაცრიელი ადგილი სოფლის მახლობლადო. მათი თქმით, პრემიერი არხეინად იჯდა სანაპიროზე და წიგნს კითხულობდა, ვიდრე მისი 2 წლის ვაჟი, უილფრედი სანაპიროზე წყალში თამაშობდა.

"წარმოდგენა არ მაქვს, როგორ იპოვა ბორისმა ეს სანაპირო. მის შესახებ აქაურებმაც კი ბევრი არაფერი იციან. მხოლოდ ბორისი და მისი ოჯახი იმყოფებოდა ამ ადგილზე“,- ყვება ადგილობრივი მოსახლე.

"საყვარელი ადგილია, მაგრამ აქ ჩრდილი საერთოდ არაა, ამიტომ 34 გრადუს სიცხეში დიდხანს ვერ გაჩერდებოდნენ ბავშვებით. ვიდრე მზე ჩავიდოდა, მანამდე დატოვეს სანაპირო", - დაამატა წყარომ.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა