ავტორი:

"პარლამენტის შტურმის ფაქტის “გავრილოვის ღამედ” მოხსენიება არ არის კორექტული - იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული" - წილოსანი

"პარლამენტის შტურმის ფაქტის “გავრილოვის ღამედ” მოხსენიება არ არის კორექტული - იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული" - წილოსანი

პარლამენტის შტურმის ფაქტის “გავრილოვის ღამედ” მოხსენიება არ არის კორექტული - იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, სადაც ის “გავრილოვის ღამეს” ახსენებს.

წილოსანის თქმით, უფრო მარტივი იქნება, თუ “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების კითხვებს კონკრეტული პასუხები გაეცემა.

“გაცილებით მარტივი იქნება, თუ კითხვებზე, რამდენადაც არარეალური ან მიუღებელი შეიძლება იყოს ეს, გაეცემა კონკრეტული პასუხები. ეს ვფიქრობ, გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ზოგადი ფორმულირებით პასუხის გაცემა”,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში არსებული პოლარიზაციის ერთ-ერთ მიზეზად “გავრილოვის ღამეს” ასახელებს.

“ჩემი აქ ყოფნის ყოველ დღე ვცდილობ, ქართველი პოლიტიკური ლიდერების ერთმანეთთან დაახლოებას, ღრმა პოლარიზაციის შემცირებას, რომელიც აქ არსებობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ქართველებმა გაიხედონ 3-4 წლის წინ და გაიხსენონ საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია, „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები - აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში ეს ღრმა პოლარიზაცია შეამცირონ”, - აღნიშნა ელჩმა.