ავტორი:

"ბერდია მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა" - რას წერს უკრაინაში დაღუპულ ქართველზე მისი და?

"ბერდია მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა" - რას წერს უკრაინაში დაღუპულ ქართველზე მისი და?

უკრაინაში, ხერსონის ოლქში ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე დაიღუპა. ინფორმაციას მისი და ბელა ჯოხაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, შემთხვევა 11 აგვისტოს მოხდა.

"ჩემი ძმა, ბერდია ჯოხაძე, უკრაინაში, კერძოდ ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა 12 აგვისტოს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ჩემი ძმის თანამებრძოლებს, მეგობრებსა და ახლობლებს, გვერდში დგომისათვის და ჩემი ძმის სამშობლოში დროული გადმოსვენებისთვის.

19 აგვისტოს, პარასკევს 10:00 საათზე თბილისის აეროპორტში დავხვდებით და გადმოვასვენებთ ქაშუეთის ეკლესიაში. პანაშვიდი გაიმართება 12:00-დან - 20:00 საათამდე. ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მობრძანდეთ და პატივი მიაგოთ მის სულს" - წერს ბელა ჯოხაძე.