ავტორი:

"ორმა რუსულმა გამანადგურებელმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია" - ფინეთის თავდაცვის სამინისტრო

"ორმა რუსულმა გამანადგურებელმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია" - ფინეთის თავდაცვის სამინისტრო

ფინეთი რუსეთს მისი საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, MiG-31-ის ტიპის ორმა რუსულმა გამანადგურებელმა დღეს დილის 6:40 საათზე, ქალაქ პორვოსთან ახლოს, ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

"ფინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდო დარღვევის სიღრმე ერთი კილომეტრი იყო", - განაცხადა ფინეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა კრისტიან ვაკურიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ სამი MiG-31E-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი კალინინგრადის რეგიონში გადაიტანეს, რომლებიც “კინჟალის“ ზებგერითი რაკეტებით იყო აღჭურვილი.