ავტორი:

"ჩვენ ხელისუფლებას სიტყვით ანჟელინა ჯოლი “ევასება”, მაგრამ თვალი მაინც ზიკინას უკანალისკენ გაურბის" -  გია ხუხაშვილი

"ჩვენ ხელისუფლებას სიტყვით ანჟელინა ჯოლი “ევასება”, მაგრამ თვალი მაინც ზიკინას უკანალისკენ გაურბის" -  გია ხუხაშვილი

"ჩვენ ხელისუფლებას სიტყვით ანჟელინა ჯოლი “ევასება”, მაგრამ თვალი მაინც ზიკინას უკანალისკენ გაურბის…" - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გია ხუხაშვილმა, რომელიც კითხვას - ხომ არ იყო ქვეყნის დასავლური კურსისი შეცვლა დაგეგმილი თავშივე, ანუ ეს ხომ არ იყო ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის მიზანი, ასე პასუხობს:

- ამ თეორიას აქვს ნამდვილად არსებობის უფლება, დღევანდელი გადასახედიდან, მეც კი შეიძლება ასეთი ეჭვები გამიჩნდეს. მოგეხსენებათ, დიდი ხნის განმავალობაში მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა, შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ იმ პერიოდში არანაირი სიმპტომი, ამის ნიშანი არ ჩანდა. ის აბსოლუტურად, ცივილიზებული, პროგრესიული ფორმულებით გვეკონტაქტებოდა. მე განსაკუთრებით ახლოს ვიყავი, ჩვენ ვმეგობრობდით... არ მინდა დავიჯერო, რომ ის თავიდანვე ამ განწყობით მოვიდა ხელისუფლებაში. დიახ, დღეს ხელისუფლებაში პროპაგანდისტული ხაზი რაც არის, ეს ნამდვილად ნიშნავს სვლას რუსეთისკენ, ჩვენ ნელ-ნელა მდორედ მივდივართ რუსეთისკენ. ამის ამოცანა რა არის, აქ მე მაინც კითხვის ნიშანს დავსვამდი და ვივარაუდებდი, რომ ეს სვლა რუსეთისკენ, მას სჭირდება დასავლეთთან ვაჭრობისთვის... მისი გზავნილი დაახლოებით ასეთია, - მე ვმართავ გემს, ვარ მეკობრე, კეთილი ინებეთ მიმიღეთ, როგორც მეკობრე, ჩემს შეცვლას ნუ ცდილობთ და მე ამ გემს, რომელიც რუსეთისკენ დავძარი, ისევ თქვენკენ შემოვაბრუნებო... ძალიან დიდ ძალას ეთამაშება, დასავლეთი ასეთ შანტაჟს არ დაექვემდებარება... ეს ძალიან სახიფათო თამაშია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ პირადად მისთვისაც. არ ვიცი, შეიძლება იმის იმედი აქვს, რომ გლობალური პროცესები მის სასარგებლოდ წავა... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთი ამ ომს მოიგებს, შესაბამისად, იმედოვნებს, რომ ასეთ ვითარებაში რაღაც შანსები ექნება...გარდა ამისა, ივანიშვილმა იმ ტიპის სისტემა, ძალაუფლების ისეთი ცენტრი შექმნა, რაც ნანახი ჰქონდა, რაშიც ცხოვრობდა... მოკლედ, მან დაიწყო ძალაუფლების ფორმირება რუსულ მოდელზე, შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამან ის წაიყვანა იმ სამყაროსკენ, რომლის მოდელიც შექმნა... ამიტომაც ვეჭობ, რომ ეს თავდაპირველი ჩანაფიქრი იყო, არასწორად წარმართულმა პროცესებმა მიიყვანა ივანიშვილი ამ მდგომარეობამდე".