ავტორი:

"გოგაშვილი აგონიაშია..." - რას აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი?

"გოგაშვილი აგონიაშია..." -  რას აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი?

ის არის აგონიაში იმდენად უსუსური და უსაფუძვლოა ბრალდებულ გოგაშვილის განცხადება, არც შეიძლება ამაზე პასუხის გაცემა ღირდეს - ის არის აგონიაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის მორიგ განცხადებას.

მიქანაძის შეფასებით, გოგაშვილის ყველა განცხადება არის უსაფუძვლო, უარგუმენტო და მტკიცებულებების გარეშე.

“მორიგ ჯერზე ის არის აგონიაში და ის ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აკეთებს განცხადებებს. ახლა შეეცადა ვექტორი ვახტანგ გომელაურისკენ გადაესროლა. რა არის ამის მიზანი - პირველი ის, რომ რეალური ბრალდებებისგან საზოგადოების ინტერესი გადაიტანოს და თავი წარმოაჩინოს როგორც დაზარალებულმა ადამიანმა; მეორე - იერიში მიიტანოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და წარმატებულ მინისტრზე; მესამე - მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი გუნდი არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას. გოგაშვილის მიერ არგუმენტის და მტკიცებულებების გარეშე გაკეთებულ განცხადებებზე თუკი ყველას მოუწია ჩვენებების მიცემა, დამერწმუნეთ, საქმის კეთების დრო აღარ დარჩება. ამიტომ, თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს, წარადგინოს. ჩვენი გუნდის არცერთი წევრი არასდროს გამოკითხვას და კითხვებზე პასუხის გაცემას არ გაქცევია”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი მის მიერ გუშინ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც სოსო გოგაშვილი აღნიშნავს, წერილში გადმოსცა მის წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური და ბინძური კამპანიის დეტალები, დააფიქსირა, ფაქტი, რომ შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმი არ იყო მისი საკურატურო და ბრძანებას ვერ გასცემდა.

“ჩატაევის დაჯგუფების სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ მე ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს და შესაბამისად დამატებით განმარტებებს საჭიროდ აღარ ვთვლი. წერილში მე გადმოვეცი ჩემს წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური და ბინძური კამპანიის დეტალები, დავაფიქსირე ფაქტი, რომ შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმი არ იყო ჩემი საკურატურო და ვერც ბრძანებას ვერ გავცემდი, რასაც მაბრალებდნენ. არც ადრე და მითუმეტეს არც ამ წერილში მე არ მითქვამს, რომ გაიცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს. მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, გამოძიებას სჭირდებოდა ეჭვმიტანილების ჩვენებები, მტკიცებულებები და არა რომელიმეს ლიკვიდაცია”,- აცხადებს გოგაშვილი.