ავტორი:

რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის რაიონში საბრძოლო მასალის საცავი იწვის - რას წერს უკრაინული მედია?

რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის რაიონში საბრძოლო მასალის საცავი იწვის - რას წერს უკრაინული მედია?

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბელგოროდის რაიონის სოფელ ტიმონოვოს მახლობლად საბრძოლო მასალის საცავი იწვის.

"უნიანის" ინფორმაციით, ამის თაობაზე ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა Telegram-ზე დაწერს. "სოფელ ტიმონოვოს მახლობლად, ვალუისკის რაიონში, საბრძოლო მასალის საწყობი იწვის. ბოლო ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, მსხვერპლი არ არის", - წერს გლადკოვი.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის გამოძიება მიმდინარეობს. სოფლების ტიმონოვოსა და სოლოტის მაცხოვრებლები კი ხანძრის მიმდებარე ტერიტორიიდან უსაფრთხო მანძილზე გადაიყვანეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხანძარს წინ აფეთქებების ხმა უსწრებდა.