ავტორი:

დღის ფოტო: ოლაფ შოლცთან შიშველი აქტივისტები მაშინ მიიჭრნენ, როცა კანცლერი სიტყვით გამოსვლის დაწყებას აპირებდა

დღის ფოტო: ოლაფ შოლცთან შიშველი აქტივისტები მაშინ მიიჭრნენ, როცა კანცლერი სიტყვით გამოსვლის დაწყებას აპირებდა

ბერლინში, წელს ზემოთ შიშველი აქტივისტები გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან მაშინ მიიჭრნენ, როდესაც ის მთავრობის წინაშე სიტყვის გამოსვლისთვის ემზადებოდა.

მომიტინგეები მასთან მოთხოვნით - "ემბარგო გაზზე ახლავე.“ შოლცი ღიმილით აკვირდებოდა აქტივისტებს, რომლებიც დაცვამ მალევე გაიყვანა.

მედიის ცნობით, გამოკითხვა აჩვენებს, რომ გერმანიის მოსახლეობა ოლაფ შოლცისა და კოალიციური მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა. გამოკითხულ გერმანელთა მხოლოდ 25%-ს სჯერა, რომ შოლცი საქმეს კარგად ასრულებს. მარტში ეს ციფრი 46%-ს შეადგენდა.

გამოკითხულთა 62% თვლის, რომ შოლცი თავის საქმეს ცუდად ასრულებს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ მას არ აქვს ლიდერობისთვის აუცილებელი უნარები. საზოგადოების ნაწილი ასევე თვლის, რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით რუსეთთან დაპირისპირებისას კანცლერის ქმედებები არ არის მოქნილი.