ავტორი:

"რაჭაში ვიმყოფები და ეს ტრაგიკული ინფორმაცია აქ გავიგე" - პრეზიდენტი ავარიისას დაღპული ძმების, ნიკა და თორნიკე გაგნიძეების ოჯახს სამძიმარს უცხადებს

"რაჭაში ვიმყოფები და ეს ტრაგიკული ინფორმაცია აქ გავიგე" -  პრეზიდენტი ავარიისას დაღპული ძმების, ნიკა და თორნიკე გაგნიძეების ოჯახს სამძიმარს უცხადებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რაჭაში ტრაგიკულად დაღუპული ძმების, ნიკა და თორნიკე გაგნიძეების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"ვუსამძმრებ ოჯახს. რაჭაში ვიმყოფები და ეს ტრაგიკული ინფორმაცია აქ გავიგე" - წერს პრეზიდენტი კომენტარს ფეისბუქის ჯგუფში "რაჭა და რაჭველები".

ავტომობილი, რომელშიც გაგნიძეები ისხდნენ, ხევში გადაიჩეხა, რის შედეგადაც ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მათი ბიძაშვილი გადარჩა, თუმცა მძიმედ არის დაშავებული.

"რაჭაში, ხევში გადაცვივდნენ. როგორც ამბობენ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყვნენ. ორივე ძმა ადგილზე დაიღუპა. მანქანაში ბიძაშვილიც ეჯდათ, ის გადარჩა, მაგრამ მძიმედ არის დაშავებულიო. ერთ-ერთი ძმა ჩემი სკოლელი იყო, თან უბნელები. უფროსი ძმა 29 წალმდე იქნებოდა, უმცროსი 26-ის იყო, როგორც მახსოვს. ორივე ძმა ერთამენთზე უკეთესი ადამიანები იყვნენ, უბოროტო, უკეთილშობილები. უმცროს ძმას ცოლი და ორი შვილი დარჩა" - ამბობს ძმები გაგნიძეების ახლობელი ambebi.ge -სთან.

გარდაცვლილი ნიკა გაგნიძე მომღერალი იყო. ტრაგედიას ანსამბლი "დიდგორი“ გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

"დიდ მწუხარებას გამოთქვამთ ანსამბლ "ძირიანის“ წევრის ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა. ღმერთმა აცხონოს ბიჭებო თქვენი სული. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ძირიანს, რაჭას და სრულიად საქართველოს...“, - წერია სამძიმრის წერილში.

ასევე იხილეთ: