ავტორი:

"პატიებისთვის ძალისხმევაა საჭირო... ჰარიმ თქვა, რომ ამ ყველაფერს მისი და მამამისის ურთიერთობა შეეწირა" - მეგან მარკლის კიდევ ერთი სკანდალური ინტერვიუ და სექსუალური ფოტოსესია

"პატიებისთვის ძალისხმევაა საჭირო... ჰარიმ თქვა, რომ ამ ყველაფერს მისი და მამამისის ურთიერთობა შეეწირა" - მეგან მარკლის კიდევ ერთი სკანდალური ინტერვიუ და სექსუალური ფოტოსესია

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლმა ამერიკულ ჟურნალ The Cut-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში მან პატიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ საკითხს მაშინ შეეხო, როდესაც ჟურნალისტმა ნათესავებთან და სამეფო ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე ჰკითხა.

  • "ვფიქრობ პატიება ნამდვილად მნიშვნელოვანია, გაცილებით უფრო მეტი ენერგიაა საჭირო იმისთვის, რომ არ აპატიო, თუმცა პატიებისთვის უდიდესი ძალისხმევაა საჭირო", - ამბობს მეგან მარკლი.

სამეფო ოჯახზე საუბრისას სასექსის ჰერცოგინია პრინც ჰარისა და პრინ ჩარლზის ურთიერთობასაც შეეხო. "ჰარიმ მითხრა, - "მე ამ პროცესში მამა დავკარგე."

მეგანის ამ სიტყვებს ბრიტანულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უკვე არაერთი სტატია დაიწერა. როგორც პრინც ჩარლზთან დაახლოებული წყარო სააგენტო PA-სთან საუბრისას ამბობს, ჩარლზი შეწუხებულია იმის გაგებით, რომ მისი შვილი "მათ ურთიერთობას დაკარგულად თვლის."

"ჩარლზს ორივე ვაჟი ძალიან უყვარს", - ამბობს პრინცთან დაახლოებული წყარო.

  • შედარება ნელსონ მანდელასთან

ბრიტანეთში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მეგან მარკლის ინტერვიუდან ერთმა ეპიზოდმა - მეგანმა თქვა, რომ მას თავისუფლებისთვის მებრძოლ ნელსონ მანდელას ადარებდნენ. მეგანის თქმით, 2019 წელს, როდესაც ფილმ Lion King-ის პრემიერაზე იმყოფებოდა, ფილმის გუნდის წევრებმა მანდელას შეადარეს.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისთვის მეგანის ფოტოსესია არ ყოფილა სამეფო ოჯახის წევრის შესაბამისი - მოკრძალებული. ფოტოსესიით მან ოჯახის პროტოკოლის არაერთი წესი დაარღვია, რაც ბრიტანელებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და აღნიშნულის გამოც მარკლი კრიტიკის ობიექტი გახდა.

ჰერცოგინიას თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ მალე "ინსტაგრამს" დაუბრუნდეს და სოციალურ ქსელებში საზოგადოებამ ის კვლავ იხილოს. მარკლს სოციალური ქსელით სარგებლობა პრინც ჰარიზე დაქორწინების შემდეგ ბრიტანული სამეფო ოჯახის პროტოკოლის შესაბამისად, აეკრძალა.