ავტორი:

დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულების სრულ შეწყალებას აპირებს

დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულების სრულ შეწყალებას აპირებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ფინანსურ დახმარებას უწევს ზოგიერთ მხარდამჭერს, რომლებიც კონგრესზე 2021 წლის 6 იანვარს თავდასხმაში მონაწილეობდნენ და დადებითად განიხილავს თავდასხმაში ბრალდებულების შეწყალებას, თუ კვლავ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი.

"მე ძალიან, ძალიან დადებითად განვიხილავ მათ სრულ შეწყალებას. თუ გადავწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას და გავიმარჯვებ, ძალიან, ძალიან მტკიცედ განვიხილავ შეწყალებას, სრულ შეწყალებას. მე ფინანსურად ვეხმარები ადამიანებს, რომლებიც წარმოუდგენელია და ჩემს ოფისში იყვნენ რეალურად ორი დღის წინ. ეს ძალიან მაწუხებს. სამარცხვინოა, რაც მათ გაუკეთეს”, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის 6 იანვარს, ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან ისაუბრა, რომ არჩევნებში მისი დამარცხება გაყალბების შედეგი იყო, კაპიტოლიუმში ათასობით მისი მხარდამჭერი შეიჭრა. თავდასხმასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დაახლოებით 850 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 250-ზე მეტი ბრალდებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე თავდასხმაში ან მათთვის ხელის შეშლაში.