ავტორი:

ეძებ ახალ და მაღალანაზღაურებად სამსახურს? გაიარე SKILLWILL-ის პროგრამირების კურსი და გახდი დეველოპერი 7 თვეში

ეძებ ახალ და მაღალანაზღაურებად სამსახურს? გაიარე SKILLWILL-ის პროგრამირების კურსი და გახდი დეველოპერი 7 თვეში

თუ შენ ხარ ის, ვისაც ცვლილებები სჭირდება საკუთარ ცხოვრებაში, მაგრამ თვლის, რომ ახლა ამის დრო არ აქვს და თან ნულიდან დაწყების ეშინია - ეს სტატია სწორედ შენ გეხება!

Skillwill აკადემია გაძლევს შესაძლებლობას შეისწავლო ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია სახლიდან გაუსვლელად, თავისუფალ დროს და მხოლოდ 600 ლარად 7 თვეში.

ეს არის ის ერთჯერადი ინვესტიცია, რომელიც დაგეხმარება გაბედულად გადადგა ნაბიჯი ახალ სამყაროში, სადაც შესაძლებლობების საზღვრები არ არსებობს. სწორედ ეს არის პროგრამირების მთავარი ღირებულება - შენ შეგიძლია იმუშავო სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მუდმივად განვითარდე და გაზარდო საკუთარი შემოსავლები ყოველწლიურად, თავად განსაზღვრო შენი სამუშაო გრაფიკი და ეთანამშრომლო მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ან თავად შექმნა შენი ბიზნესი.

დღეს, დასაქმების ბაზარზე, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში, კვალიფიციური პროგრამისტების დეფიციტია. დამსაქმებლები მზად არიან მსგავსი კადრების მოპოვებისთვის და შენარჩუნებისთვის ყოველწლიურად ათეულობით და ასეულობით ათასი დოლარი გამოყონ.

არც შენ ხარ გამონაკლისი! სქილვილ აკადემიის კურსის გავლის შემდეგ, მოტივირებული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული კურსდამთავრებულები შეძლებენ პირდაპირ დასაქმდნენ ამ პროფესიით.

სქილვილში ლექციები ტარდება საღამოს, დისტანციურად, რაც მსურველებს შესაძლებლობას აძლევს მიმდინარე საქმიანობის პარალელურად დაეუფლონ ახალ პროფესიას და განვითარდნენ ამ მიმართულებით.

Skillwill-ში პირველი მიღება სწრაფად შეივსო და უკვე მიმდინარეობს ლექციები. სტუდენტები 4 თვის განმავლობაში ეუფლებიან პროგრამირების საფუძვლებს, ხოლო მეხუთე თვიდან კი ირჩევენ სასურველ სპეციალიზაციას:

  1. Web
  2. Back-End
  3. Mobile
  4. ციფრული პროდუქტების ტესტირება
  5. პროექტების მართვა

აკადემიაში ლექციებს ატარებენ დარგის ექსპერტები, რომლებიც პარალელურად თანამშრომლობენ საერთაშორისო, მოწინავე ბრენდებთან და აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ამ სფეროში.

გარდა პროგრამირებისა, აქ შენ გაივლი რბილი უნარების ტრენინგებს ისეთ თემბეზე, როგორიცაა: დროის მართვა, თვითგანვითარება და მოტივაცია, ეფექტური კომუნიკაცია, საჯაროდ გამოსვლის ტექნიკა, სტრესის მართვა, კორპორატიული კულტურა, ლიდერობა, კონფლიქტების მართვა, ემოციური ინტელექტი და ა.შ. ეს ყველაფერი კი შენი დასაქმების შანსს ერთი ორად ზრდის.

"აკადემიის გახსნიდან სულ რაღაც 3 კვირაში პირველი ნაკადი სრულად შეივსო და უკვე ვემზადებით 16 სექტემბერს მეორე ნაკადის მისაღებად. ჩვენი მიზანია, გავაჩინოთ ახალი შესაძლებლობები დასაქმების ბაზარზე და ხელი შევუწყოთ ყველაზე მოთხოვნადი სფეროს განვითარებას ქვეყანაში. Skillwill-ით, ასევე, დაინტერესდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და პარალელურად ვაწარმოებთ მათთან ერთობლივ მოლაპარაკებებს, რომ საქართველო გახდეს ერთგვარი ჰაბი იმ გლობალური ბრენდებისთვის, ვინც ეძებს ამ პროფესიის ადამიანებს. წინ დიდი გეგმებია", - განაცხადა Sweeft-ის და Skillwill-ის დამფუძნებელმა, ვაკო თურნავამ.

16 სექტემბერს სრულდება მეორე ნაკადის რეგისტრაცია, 7 სექტემბერს კი შეგიძლია დაესწრო ღია კარის დღეს, სადაც გაიცნობ Skillwill-ის ლექტორებს და მიიღებ ყველა კითხვაზე პასუხს. ღონისძიება ტარდება რედისონში, 18:00 საათზე.

არ გამოტოვო ეს შანსი და დარეგისტრირდი ახლავე! მიიღე პასუხი ყველა კითხვაზე და მოემზადე ახალი ცხოვრების დასაწყებად Skillwill-თან ერთად.

რეგისტრაცია

(R)