ავტორი:

პრემიერის ქალიშვილი პირველ კლასში წავიდა - რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი?

პრემიერის ქალიშვილი პირველ კლასში წავიდა - რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი?

"ნინო პირველ კლასში წავიდა", - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე და მეუღლესთან და უმცროს შვილებთან - გაბრიელთან და ნინოსთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ირაკლი ღარიბაშვილსა და ნუნუკა თამაზაშვილს 4 შვილი ჰყავთ. უფროსი ნიკოლოზი უკვე 17 წლის არის, მომდევნო ანდრია - 12-ის, გაბრიელი - 7-ის, ნინო კი - 6-ის. 2021 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პრემიერის ოჯახმა შვილების სწავლის გადასახადში 45 498 ლარი დახარჯა. წყარო