ავტორი:

"ბევრი რუსი გვსტუმრობს ბაღში... განსაკუთრებით გვთხოვენ ხეებს, ნერგებს, თესლებს - ფაქტია, აქვთ მიწის ნაკვეთი, სადაც აპირებენ დარგვას" - რას წერს ზურა შევარდნაძე?

"ბევრი რუსი გვსტუმრობს ბაღში... განსაკუთრებით გვთხოვენ ხეებს, ნერგებს, თესლებს - ფაქტია, აქვთ მიწის ნაკვეთი, სადაც აპირებენ დარგვას" - რას წერს ზურა შევარდნაძე?

"გარდენიას" მფლობელი, ცნობილი მებაღე, ზურა შევარდნაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რუსი ტურისტების შესახებ წერს:

"ბევრი რუსი გვსტუმრობს ბაღში, ყველა რუსი ალბათ არაა, უფრო სწორი ნათქვამი იქნება რუსულდ მოლაპარაკე (ან მე როგორ გავარჩიო დედალ-მამალი).

განსაკუთრებით ბოლო დროს გვთხოვენ ხეებს ბუჩქებს, ფერად ყვავილებს, ნერგებს, თესლებს. დიდი მონდომებით არჩევენ ვარდებს და სხვა მცენარეებს. ეძებენ საჩრდილობელ ხეებს, ისეთეს მალე რომ ექნება ჩრდილი. ვუყურებ და ვფიქრობ, არ ჰგავს ეს ხალხი არც ტურისტს არც დამსვენებელს და არც დროებით აქ ჩამოსულს.

ოცი დღით დასასვენებლად ჩამოსული კაცი, ქალი არ ეძებს საჩრდილობელ ხეს და ხეხილის ნერგს. მითუმეტეს არც ისე გულუბრყვილოს ჰგავს რომელიმე, რომ გაცნობიერებული არ ჰქონდეს წელს დარგული ბაღი, ორი, ზოგჯერ მეტი წლის შემდეგ მისცემს სასურველ შედეგს.

ფაქტია აქვთ მიწის ნაკვეთი სადაც აპირებენ დარგვას. რამდენიმემ ლანდშაფტის პროექტიც მიჩვენა (თავისი თვისტომის მიერ დახატული, დაგეგმარებული) ზუსტად იციან რა უნდათ..არვიცი, არვიცი, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს მაგრამ მე ჩემი ფიქრი და დარდი მაქვს" - წერს შევარდნაძე.