ავტორი:

ამბასადორი სტუდენტები BTU-ს მაგისტრანტების დასახვედრად ემზადებიან

ამბასადორი სტუდენტები BTU-ს მაგისტრანტების დასახვედრად ემზადებიან

BTU უნივერსიტეტში ამბასადორი სტუდენტის სტატუსს ნერგავს. ეს ნიშნავს, რომ პირველკურსელ მაგისტრანტებს დახვდებიან ამბასადორი სტუდენტები, რომლებიც მათ სწავლის ახალ საფეხურზე არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებაში დაეხმარებიან.

ამბასადორი სტუდენტები ახლადჩარიცხულ მაგისტრანტებს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში გარკვევაში, გზის გაკვალვასა და ნავიგაციაში ხელს შეუწყობენ, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდნენ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში და ისარგებლეს დაფინანსებით, როგორ იმუშავეს კარიერული განვითარების ცენტრთან, როგორ მოახდინეს საკუთარი სტარტაპ იდეების რეალიზება და სხვა.

ზოგადად, სწავლის ახალ საფეხურზე გაგრძელება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა და მის წარმატებით განხორციელებაში დიდი როლი ეკისრება იმას, თუ როგორ დახვდება უნივერსიტეტი სტუდენტს. არსებული შემოთავაზებებისა და პირობების კარგად გაგებასა და გაანალიზებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის. სწორედ ამ პროცესების გასამარტივებლად და მაქსიმალური ეფექტურობისთვის დააწესა BTU-მ ამბასადორი სტუდენტის სტატუსი.

როგორც BTU-ში განმარტავენ, შესაძლებლობები, რომლებიც მაგისტრანტებს 2-წლიანი სწავლის პერიოდში უჩნდებათ, უსაზღვროა და აღნიშნულის ეფექტურად გამოყენებისა და სწორად დაგეგმვის მიზნით, ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერის გარდა, სტუდენტების რესურსიც მობილიზებულია.

რაც შეეხება ამბასადორი სტუდენტების შერჩევას, ისინი უნივერსიტეტის მიერ საუკეთესო აკადემიური მოსწრებისა და ექსტრაკურიკულურ აქტივობებში ჩართულობის მაჩვენებლის შესაბამისად შეირჩევიან. სტატუსს მიიღებენ ის სტუდენტები, რომელთა გამოცდილებაც საინტერესო იქნება ახლადჩარიცხული სტუდენტისთვის.

R