ავტორი:

"ნიკას უნდა დავეხმაროთ, რათა მან უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლოს" - მძიმე ავარიის შედეგად დაშავებულ მეხანძრე-მაშველს ჩვენი დახმარება სჭირდება

"ნიკას უნდა დავეხმაროთ, რათა მან უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლოს" - მძიმე ავარიის შედეგად დაშავებულ მეხანძრე-მაშველს ჩვენი დახმარება სჭირდება

ნიკა ედიშერაშვილი 33 წლის მეხანძრე-მაშველია, რომელიც 10 წლის განმავლობაში ადამიანების გადასარჩენად იბრძოდა, დღეს ნიკას გადარჩენისთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე დღის წინ ავტოკატასტროფაში მოყვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ურთულესია - დაზიანებული აქვს ორივე ფილტვი, ამოაჭრეს ელენთა, არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება დაზიანებულ ფეხზე ოპერაციის გაკეთება, მედიკოსები მისი მდგომარეობის სტაბილიზაციას ელოდებიან.

"ნიკა უმაგრესი მაშველია, ჩვენ ერთად ვმუშაობდით. როდესაც ცვლაში ერთად ვიყავით, შეიძლება ითქვას, რომ მისი იმედი იმდენად მქონდა, არაფრის მეშინოდა... ის პირველი მიდიოდა ურთულეს დავალებებზე. მახსოვს ერთი შემთხვევა, მტკვარში გოგონა იხრჩობოდა, ამ დროს თვითონ ნიკას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ერთი წუთით უკან არ დაუხევია და მან შეძლო გოგონას გადარჩენა... დღეს მას უნდა დავეხმაროთ, რათა მან უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლოს, გულწრფელად ვამბობ, ნიკა გამორჩეული მაშველია, თითქოს სისხლში აქვს სხვა ადამიანებზე ზრუნვა“, - ამბობს მისი მეგობარი ვიდეომიმართვაში.

ნიკას მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციისთვის დიდი თანხებია საჭირო, ამიტომაც საზოგადოების გულისხმიერება უმნიშვნელოვანესია.

ნიკას ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება. გთავაზობთ ანგარიშის ნომრებს, რომელზეც შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა, თითოეულ ლარს აქვს მნიშვნელობა.

"თიბისი“:

GE04TB0668045063622415

"საქართველოს ბანკი“:

GE89BG0000000499070222

მიმღები: ბაქარ რუხაძე

  • ნახეთ ვიდეო, თუ როგორ ცდილობს ნიკა ედიშერაშვილი ახალგაზრდა ქალის გადარჩენას