ავტორი:

დღის ფოტო: ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია, როცა ჯოვანი სიმეონემ მისი პასით "ლივერპულის" კარში გოლი გაიტანა

დღის ფოტო: ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია, როცა ჯოვანი სიმეონემ მისი პასით "ლივერპულის" კარში გოლი გაიტანა

6 სექტემბერს სტარტი უეფას ყველაზე პრესტიჟულმა საკლუბო ტურნირმა, ჩემპიონთა ლიგამ აიღო. ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებული ყურადღებაა მიმართული "სტადიო მარადონასკენ", რადგან წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა.

კვარაცხელიას "ნაპოლი" "ლივერპულთან" საშინაო დაპირისპირებას ატარებს. ქართველი შემტევი ლიგაში დებიუტს შესანიშნავ ფორმაში ხვდება.

შეხვედრის პირველი ტაიმი 3:0 დასრულდა, "ნაპოლის" სასარგებლოდ. ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ 1 საგოლე პასი გააკეთა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა.

მესამე გოლი ინგლისელთა კარში უშუალოდ კვარაცხელიას ზუსტი პასის შედეგია. ქართველმა ფეხბურთელმა კარის წინ მიაწოდა ბურთი ჯოვანი სიმეონეს.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 57-ე წუთზე "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ის ალესიო ძერბინმა შეცვალა. საბოლოოდ შეხვედრა "ნაპოლის" გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით - 4:1.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: