ავტორი:

"კვარა" ნეაპოლში დედასთან ერთად  - ფოტოები მაკა ლუკავას "ფეისბუქიდან"

"კვარა" ნეაპოლში დედასთან ერთად  - ფოტოები მაკა ლუკავას "ფეისბუქიდან"

გუშინ "ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაში ვიცე-ჩემპიონ "ლივერპულს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე დებიუტი ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირში წარმატებით შედგა. ფეხბურთელმა საგოლე პასი მიითვალა, კიდევ ორ გოლში მიიღო მონაწილეობა.

ქართველი ფეხბურთელის დედა მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში შვილთან ერთად იტალიაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ხვიჩას ფოტოზე "ნაპოლის“ გუნდის მაისური აცვია. ქალბატონ მაკას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა, ქართველი გულშემატკივრები მადლობას უხდიან ქალს ასეთი შვილის აღზრდისთვის.

  • "საამაყო შვილი და ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა. საქართველოს გადაშენება არ უწერია ხვიჩა ჰყავს...“
  • "ეს რა შვილი აჩუქეთ მსოფლიოს და ჩვენ ქართველები ხომ მთლად გადაგვრიეთ, დიდი და პატარა ფეხბურთისკენ მობრუნდა...“
  • "მაკა, გაიხარე შენი შვილების წარმატებებით. მადლობა გადაეცი ხვიჩა, ვამაყობთ მისით...“
  • "მადლობა თქვენ ქალბატონო, საქართველოს ასეთი შვილი რომ აჩუქეთ. გიწინამძღვროთ მაცხოვარმა...“
  • "გეხაროს მაკა ხვიჩას წარმატებებით. მსოფლიო აალაპარაკა... საოცარი ადამიანობით გამორჩეული და ძალიან საყვარელი ხვიჩა, მიყვარხართ ორივე, გფარავდეთ უფალი მთელ ოჯახს...“
  • "მაკა, სასწაული შვილი გყავს... ვფიქრობ, რა სიტყვები დავწერო, რომ გამოვხატო ის სიამაყე და ის სიყვარული, რასაც ქართველი ერი განიცდის... გილოცავთ და გვემაყებით...“

ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში დედას დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ფეხბურთელი დედაზე საუბრისას ამბობდა, რომ ვარჯიშზე ყოველთვის დედას დაჰყავდა და ძალიან გულშემატკივრობდა, რათა შვილს სპორტში წარმატებისთვის მიეღწია...

მაკა ლუკავას "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულია ქართველი ფეხბურთელის ბავშვობის რამდენიმე ფოტოც, რომელსაც გთავაზობთ:

იხილეთ ასევე: