ავტორი:

"წარმოვიდგინოთ კვარაცხელია, როგორც საქართველოს სიმბოლო..." - რას წერს ზაალ ანდრონიკაშვილი?

"წარმოვიდგინოთ კვარაცხელია, როგორც საქართველოს სიმბოლო..." - რას წერს ზაალ ანდრონიკაშვილი?

ისტორიკოსი, გერმანული ლიტერატურის სპეცილისტი, მკვლევარი ზაალ ანდრონიკაშვილი ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებას ეხმიანება და "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"მოდი მეც დავდებ ჩემს ორ შაურს კვარაცხელიაზე, ოღონდ როგორც იგავ-არაკის პერსონაჟზე.

იგავ-არაკის იმიტომ, რომ ფეხბურთის აქტიურად ყურებას ასე 90 წელს შევეშვი და ამიტომ, რამე რომც ვთქვა, მაინც არაფერი დამეჯერება.

წარმოვიდგინოთ კვარაცხელია, როგორც საქართველოს სიმბოლო.

დაიწყო თამაში საქართველოში და ბევრი არაფერი, აქ რომ დარჩენილიყო, დარჩებოდა მისი ტალანტი ლოკალური.

წავიდა რუსეთში, თუ არ მეშლება, სადღაც "რუბინში" და თუ მეშლება, კლუბს არ აქვს მნიშვნელობა. იქაც ბევრი არაფერი, თამაშობდა თავისთვის, იღებდა ხელფასს, მაგრამ ვარსკვლავებს არ წყვეტდა ან არ აწყვეტინებენ. მაგრამ ჰა, დაიწყო უკრაინაში ომი.

კვარაცხელია გადაბარგდა ევროკავშირში, გაშალა ფრთები, აიღო “რაზგონი” და ახლა ზოგი მარადონას ადარებს, ზოგი მესის და ზოგიც საერთოდ, ჯვარი აქაურობას, სტალინის მერე ყველაზე საშიში ქართველიაო წერს.

ყველა იგავ-არაკს აქვს თავისი მორალი: საქართველო თანამედროვე სამყაროში მარტო ვერ გადარჩება, რუსეთში იყო და იქნება ქეციანი პროვინცია, ევროპაში კი გაშლის ფრთებს და მოიპოვებს სახელს და დიდებას. ქატო იქა, ფქვილი აქა. ჭირი იქა, ლხინი აქა"

იხილეთ ასევე: