ავტორი:

"ვასიკო ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ოცნებობდა, დატოვა კიმონო ტატამზე, როგორც ნამდვილი მეომარი და უფალთან გაფრინდა" - რას წერენ ვარჯიშის დროს გარდაცვლილ ძიუდოისტზე?

"ვასიკო ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ოცნებობდა, დატოვა კიმონო ტატამზე, როგორც ნამდვილი მეომარი და უფალთან გაფრინდა" -  რას წერენ ვარჯიშის დროს გარდაცვლილ ძიუდოისტზე?

ახმეტაში, სოფელ ქისტაურშიუ გუშინ ჭიდაობის დროს გარდაცვლილი არასრულწლოვანი 16 წლის ვასიკო სიხარულიძეა.

მოზარდის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება დავით მამულაშვილი.

"ვასიკო სიხარულიძე, ჩვენი ძაან სიმპატიური უმცროსი ძმა და ჩვენი ქართული ძიუდოს ოჯახის წევრი, უფალთან გაფრინდა, ზეციურ საქართველოში 8 სექტემბერს, დარბაზში ტატამზე.

️თბილი, უსაყვარლესი და ერთ-ერთი უჯიგრესი ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ოცნებობდა ლაშა ბექაურივით ოლიმპიურ ჩემპიონობაზე, დატოვა მიწიერი საქართველო, დატოვა კიმონო ტატამზე, როგორც ნამდვილი მეომარი და უფალთან გაფრინდა მისი ნამდვილი ქართული ქრისტიანული სული.

️ეს, ქართული ძიუდოს ოჯახის უმძიმესი ტრაგედიაა, უდიდესი გამონაკლისი და ჩვენი გულის ტკივილი. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და მენეჯმენტი, შოკში არიან ამ საშინელი ტრაგედიის გამო.

და რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მეტად, უდიდესი სიმწარე და საშინელი ტრაგედიაა მისი მშობლების და ოჯახის წევრებისათვის, მისი მეგობრების და თანაკლასელებისათვის.

ვიზიარებ მთელი გულით ოჯახის მწუხარებას, ძიუდოს ფედერაციის და, ძიუდოს სამყაროს მწუხარებას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ვასიკოს სული და ეს ყოფილიყოს პირველი და უკანასკნელი ასეთი ახალგაზრდა, მომავალი ქართველი ერის ტრაგიკული მომენტები“,- წერს დავით ავალიშვილი.

ცნობისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის დარბაზში ტრაგედია მოხდა. 16 წლის ბიჭი ძიუდოში ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ქისტაურში მცხოვრები მოზარდი დარბაზში ვარჯიშობდა, რა დროსაც ცუდი მანევრირების დროს ქალა ფუძის ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ: