ავტორი:

რომელ ფეხბურთელში რამდენი გადაიხადა Napoli-მა - "იტალიის ბრილიანტის" ისტორია: საბაზრო ღირებულება და პერსპექტივები

რომელ ფეხბურთელში რამდენი გადაიხადა Napoli-მა -  "იტალიის ბრილიანტის" ისტორია: საბაზრო ღირებულება და პერსპექტივები

მას შემდეგ, რაც ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო კლუბ SSC Napoli-ში გადავიდა, შეიძლება ითქვას, რომ როგორც კლუბის, ასევე ხვიჩას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

სერია A-ში განხორციელებული 4 გოლისა და 1 ასისტის შემდეგ, კვარაცხელიას რეიტინგი საფასურთან ერთად ყოველ წამს იზრდება, თუმცა ყველაფერი წინ არის. წარმატებულ ფეხბურთელებთან ერთად იმატებს SSC Napoli-ის რეიტინგიც.

საინტერესო დეტალი, რაზეც ფეხბურთის გულშემატკივრები ამახვილებენ ყურადღებას, არის ის, რომ საფეხბურთო გუნდმა კვარაცხელია 10 მილიონ დოლარად შეიძინა. რაც ერთ-ერთი საუკეთესო გარიგება და აღმოჩენაა კლუბის ისტორიაში.

საინტერესოა, როგორია თავად SSC Napoli -ის ისტორია და ფინანსური მდგომარეობა დღეის მონაცემებით?

  • ისტორია

იტალიური საფეხბურთო კლუბი ნაპოლი 96 წლის წინ, 1926 წლის 1-ელ აგვისტოს, ქალაქ ნეაპოლში დაარსდა. კლუბის საშინაო სტადიონია "დიეგო არმანდო მარადონა“.

დაარსების დღიდან კლუბმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება. თავდაპირველად იწოდებოდა როგორც „Associazione Calcio Napoli“, 1964 წელს „Società Sportiva Calcio Napoli“ ეწოდა. კლუბი ამ სახელს 2004 წლამდე, გაკოტრებამდე ატარებდა.

რის შემდეგაც კლუბი ახალმა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა აღადგინა და "Napoli Soccer“ უწოდა, ხოლო 2006 წელს ძველი სახელი- Società Sportiva Calcio Napoli დაუბრუნა.

2016 წლის იანვარში უეფა-მ SSC Napoli ევროპის მე-7 და იტალიის მე-2 საუკეთესო კლუბად დაასახელა. 2017-18 წლის სეზონზე, სერია A-ში, SSC Napoli -მ 90 ქულით შეძლო მეორე ადგილის დაკავება და დღემდე სერია A-ში ასპარეზობს.

ის არის იტალიის ორგზის ჩემპიონი (1987, 1990), იტალიის თასის ხუთგზის (1962, 1976, 1987, 2012, 2014), იტალიის სუპერთასის ორგზის (1990, 2014) და უეფა-ს თასის (1989) მფლობელი.

კლუბის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტია.

  • მარადონას ეპოქა

1970-იანი წლების ბოლოს SSC Napoli ჯერ კიდევ იყო მუდმივ ტოპ ექვსეულში. თუმცა, 1983 წლისთვის, ისინი მკვეთრად დაქვეითდნენ.

კლუბმა საოცარი გარიგება შეასრულა, როდესაც 1984 წლის 30 ივნისს ბარსელონასგან 12 მილიონი ევროს ღირებულებით დიეგო მარადონა შეიძინა. ბევრი წარუმატებლობების შემდეგ გუნდმა ნელ-ნელა დაიწყო წინსვლა. რიგები ისეთი ფეხბურთელებით შეავსო, როგორიცაა ცირო ფერარა, სალვატორ ბაგი და ფერნანდო დე ნაპოლი და ა.შ.

1986-87 წლების სეზონი SSC Napoli -ის ისტორიაში იყო საეტაპო: მათ მოიგეს დუბლი, მოიპოვეს სერია A-ს ტიტული სამი ქულით, დაამარცხეს ატალანტა 4-0 და მოიგეს კოპა იტალია. იმის გამო, რომ მატერიკზე სამხრეთ იტალიის გუნდს აქამდე არასოდეს მოუგია ლიგა, ამან მარადონა ვარსკვლავად აქცია.

ნაპოლი 1988-89 წლებში უეფას თასზე შევიდა და პირველი დიდი ევროპული ტიტული მოიგო. 1989-90 წლებში, დაამარცხა მილანი.

  • ფინანსები

რაც შეეხება ფინანსებს, forbes-ის მონაცემებით, ჯერ კიდევ 2018 წელს SSC Napoli -ის მთლიანი ღირებულება 471 მილიონი დოლარი იყო. მას შემდეგ კლუბის ღირებულება მხოლოდ იმატებს.

2020 წლის მარტში, კორონავირუსის პანდემიის გამო სერია A-ს ყველა მატჩი შეჩერდა, რის შედეგადაც სერია A-ს ყველა გუნდის საბაზრო ღირებულება დაეცა. SSC Napoli-ს ღირებულება 2020 წლის აპრილში თითქმის 527 მილიონ ევრო იყო, დღეის მდგომარეობით კი კლუბის საბაზრო ღირებულება 505,85 მილიონი ევროა.

გამოქვეყნებული ანგარიშების თანახმად, კლუბმა 2022 წელს 4 ფეხბურთელი შეიძინა. მათ შორის:

Kim Min-Jae - 18.1 მილიონი ევრო

ხვიჩა კვარაცხელია - 10 მილიონი ევრო

M. Olivera - 11 მილიონი ევრო განაგრძეთ კითხვა