ავტორი:

"იზიუმი-კუპიანსკის მაგისტრალი რამდენიმე ადგილას უკვე გადაჭრილი აქვთ უკრაინელებს. იზიუმი ოპერატიულ ალყაშია" -  რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

"იზიუმი-კუპიანსკის მაგისტრალი რამდენიმე ადგილას უკვე გადაჭრილი აქვთ უკრაინელებს. იზიუმი ოპერატიულ ალყაშია" -  რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტებისგან 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი “ტელეგრამზე“ იუწყება.

"ბოლო დღეებში ოკუპანტებისგან 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ. რთულია, მაგრამ წინ მივიწევთ. მადლობელი ვართ თანამოქალაქეების, რომლებიც გვეხმარებიან და გველოდებიან“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში უკრაინელმა დამცველებმა 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, ჯამში, ხარკოვისა და იუჟნობუგის მიმართულებით ოკუპანტებისგან 700 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიაა გათავისუფლებული.

"უკრაინის ძალები წარმატების ნიშნებს ავლენენ ბრძოლის ველზე, ორ კონტრშეტევაში", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქალაქ კუპიანსკის შესასვლელთან უკრაინელი ჯარისკაცები დგანან და ხელში უკრაინის სახელმწიფო დროშა უჭირავთ.

აშშ-ის "ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა“ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, 72 საათში დაიბრუნებს ქალაქს, რაც სერიოზულად შეაფერხებს რუსეთის საკომუნიკაციო ხაზებს ადგილზე.

"კუპიანსკი ხარკოვის ოლქში რუსული ძალების მთავარ ლოჯისტიკურ კვანძს წარმოადგენს.

შეტაკებები ქალაქის გარეუბანთან მიმდინარეობს.

იზიუმში მდგარი რუსული შემტევი დაჯგუფების მომარაგება სწორედ ამ ქალაქიდან და მეტიც, სწორედ ამ გზიდან ხდება. ამჟამად, იზიუმი-კუპიანსკის მაგისტრალი რამდენიმე ადგილას უკვე გადაჭრილი აქვთ უკრაინელებს. იზიუმი ოპერატიულ ალყაშია მოქცეული და მხოლოდ რამდენიმე მცირე გამტარუნარიანობის მქონე გზით შეუძლიათ გარე სამყაროსთან კავშირი. რუსული რეზერვების ნაწილი, რომლებიც უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას ცდილობდნენ, განადგურებულია. მეორე ნაწილი კი ბელგოროდიდან ნაჩქარევად ცდილობს ხარკივის (ხარკოვის) რაიონში შესვლას, თუმცა მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ხოლო აღჭურვილობა - კატასტროფული", - წერს საერთაშორისო ურთიერთობების სპეცილისტი გიორგი კობერიძე.

იხილეთ ასევე: