ავტორი:

"გვერდს, რომელმაც კაცხის სვეტის მდებარეობად სომხეთი მიუთითა, არაფერი აქვს საერთო სომხებთან... მოვრჩეთ ამ ღლიცინს" - რას წერს "სამართლიანი არჩევნების" მკვლევარი?

"გვერდს, რომელმაც კაცხის სვეტის მდებარეობად სომხეთი მიუთითა, არაფერი აქვს საერთო სომხებთან... მოვრჩეთ ამ ღლიცინს" - რას წერს "სამართლიანი არჩევნების" მკვლევარი?

გუშინ ფეისბუქს გვერდზე armenia art & architecture კაცხის სვეტის ფოტო გამოქვეყნდა, რომელსაც მდებარეობად სომხეთი ჰქონდა მითითებული.

პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე იქ ათასობით ქართველის კომენტარი გამოჩნდა... მათგან უმეტესობა სახალისო იყო. ქართველი ინტერნეტმომხმარებლები პოსტმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა - ისინი კომენტარებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნავი ადგილების ფოტოებს დებდნებ და მდებარეობად სომხეთს უთითებდნენ.

"სამართლიანი არჩევნების" მკვლევარი შოთა ნარსია წერს, რომ გვერდს სადაც კაცხის სვეტის ფოტო დაიდო სომხეთთან არაფერი აქვს საერთო.

"ფეისბუქგვერდს, რომელმაც კაცხის სვეტის მდებარეობად სომხეთი მიუთითა, არაფერი აქვს საერთო სომხებთან. გვერდის 9 ადმინისტრატორიდან არცერთი არ არის სომხეთიდან. ამჟამად გვერდს 7 პირი იტალიიდან, 1 კანადიდან და 1 ირანიდან მართავს. ის იტალიაში ირანელების მიერ დაფუძნებულ კომპანია "Process International Group"-ს ეკუთვნის.

მისი ოფისი რომშია განთავსებული. კომპანია ფეისბუქზე გვერდების უამრავი ქსელითაა წარმოდგენილი. მათ შორისაა როგორც თემატური (Art & Architecture, Art & Interior Design, Art & Civil engineering, Art & Fashion, Art & Design და სხვ.), ისე გვერდები სხვადასხვა ქვეყნის შესახებ. სომხეთთან ერთად, კომპანიის გვერდები ფეისბუქზე ოპერირებენ სხვა არაერთი ქვეყნის სახელწოდებით, რომელთა შორისაა: იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, პორტუგალია, შვედეთი, ავსტრია, რუმინეთი, დანია, საბერძნეთი, სერბეთი, პოლონეთი, შვეიცარია, უნგრეთი, იაპონია, ინდოეთი, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სირია, ქუვეითი, აზერბაიჯანი, ერაყი, პაკისტანი, თურქეთი, ჩინეთი, ლიბანი, ფილიპინები, იემენი, ეგვიპტე, მაროკო, ტუნისი, ალჟირი, ლიბია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, აშშ, კანადა, მექსიკა, ბრაზილია, კოლუმბია, არგენტინა, ჩილე, პერუ, ეკვადორი და ავსტრალია.

რასაც გადავხედე, მათი გვერდები ზოგჯერ, სიზუსტესთან ერთად, საავტორო უფლებების დაცვითაც არ გამოირჩევიან.

გთხოვთ, მოვრჩეთ ამ ღლიცინს და ნუ ვასაზრდოებთ სტერეოტიპებს მეზობელი ერის შესახებ და ნუ ვუწყობთ ხელს არმენოფობიას" - წერს ნარსია.