ავტორი:

"უკრაინელებმა კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს" - რას წერს ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი?

"უკრაინელებმა კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს" - რას წერს ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი?

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი, ნატალია პოპოვა იუწყება.

"კუპიანსკი უკრაინაა. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - წერს იგი სოციალურ ქსელში, სადაც უკრაინელი ჯარისკაცების ფოტოს აქვეყნებს, რომლებიც კუპიანსკის საკრებულოს შენობის წინ უკრაინის დროშით ხელში დგანან.

ამასთან, არც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და არც სხვა უწყებებს ქალაქის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.