ავტორი:

"დემნა მოულოდნელად გვეწვია, მეუღლესთან და მშობლებთან ერთად იყო... პერსონალს მუხლები უკანკალებდა" - რა მოხდა გერმანიაში მდებარე ქართულ კაფეში?

"დემნა მოულოდნელად გვეწვია, მეუღლესთან და მშობლებთან ერთად იყო... პერსონალს მუხლები უკანკალებდა" - რა მოხდა გერმანიაში მდებარე ქართულ კაფეში?

გერმანიაში, დიუსელდორფში მდებარე ქართული რესტორნის "პეპელას" გვერდზე მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერის - დემნა გვასალიას ფოტო გამოჩნდა... ფოტოდან ჩანს, რომ დიზაინერი გერმანიაში ქართულ რესტორანს ეწვია და სასიამოვნო საღამოს შემდეგ მასპინძელთან, ქართველ მანდილოსანთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო... მეტის გასაგებად გერმანიაში ქეთევან პიატკოვსკის დავუკავშირდით:

- ფოტოზე ჩემი დაა გადაღებული, მარინა მარღიშვილი... დემნა ძალიან მოულოდნელად გვეწვია. იმდენად მოულოდნელად, რომ ჩემი პერსონალი ხმას ვეღარ იღებდა და მუხლები უკანკალებდათ. დემნა არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად გვესტუმრა. თავისი თავაზიანობით და კომუნიკაბელურობით მალევე მოეხსნათ ყველას დაძაბულობა და არაჩვეულებრივი საღამო გამოგვივიდა. დემნამ, როგორც აღნიშნა, ჩვენთან კერძები ძალიან მოეწონა და ჩემი პერსონალი კარგადაც დაასაჩუქრა. მეუღლესთან და მშობლებთან ერთად იყო. ქართულად საუბრობდა. ძალიან უშუალო და თავაზიანია...

- გვიამბეთ თქვენზე, თქვენს კაფეზე ...

- მე ქეთევან ( ქეთი) პიატკოვსკი ვარ... გერმანიაში 2010 წლის დასაწყისში ჩამოვედი. გერმანულის სწავლა დავიწყე, ძალიან მალე ჩემი ქმარი გავიცანი და აქვე გავთხოვდი.

ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილებზე, მათ შორის ინდოეთში ქალთა უფლებებისთვის. მერე United Nation stuff officers სასწავლო კურსი გავიარე. მინდოდა სოციალურ პროექტებზე მუშაობა. საოფისე სამსახური ვერასდროს ვერ წარმომედგინა. რესტორანი „პეპელა“ დუსელდორფში 2017 წელს გაიხსნა და შემოთავაზება 2019 წელს მივიღე, რომ მეყიდა რესტორანი და მის მერე იქ ვარ. არაჩვეულებრივი სტუმრები გვყავს.

ძალიან გახსნილი, განვითარებული, განათლებული და დახვეწილი ხალხია. ძალიან მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა და ესე ვიპოვე ჩემი სოციალური პროექტი, რაღაც დიდი სიამოვნებით ვახორციელებ ჩემ გუნდთან ერთად. პერმანენტულად ვგეგმავთ სხვადასხვა ივენთებს, როგორიცაა გამოფენა ქართველი თანამედროვე ფოტოგრაფების და მხატვრების, პოეზიის საღამო...

ნახეთ ასევე: