ავტორი:

"კიდევ რამდენიმე გამარჯვება და რუსები გაიქცევიან" - რას ამბობს რეზნიკოვი ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებზე

"კიდევ რამდენიმე გამარჯვება და რუსები გაიქცევიან" - რას ამბობს რეზნიკოვი ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებზე

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ომის დასრულების თარიღის პროგნოზირებისგან თავს იკავებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ რამდენიმე თუნდაც მცირე გამარჯვების შემდეგ, რუსები გაქცევას დაიწყებენ.

"დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე წარმატება ფრონტზე, თუნდაც უმნიშვნელო და რუსული ჯარები გაიქცევიან, დამიჯერეთ, რადგან დღეს ჩვენ ვანგრევთ მათ მიწოდების ქსელებს, საწყობებს და ა.შ"- აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, უკრაინელებმა უკვე ნახეს, თუ როგორ გაიქცნენ ოკუპანტები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან, როდესაც დამცველებმა მათი იქიდან გამოძევება დაიწყეს.